Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“როცა ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს, ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა” – ირაკლი კობახიძე

May 19, 2026
“როცა ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს, ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა” – ირაკლი კობახიძე

როდესაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს, ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა – შეგიძლიათ გადახედოთ ლიდერებს, „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები. ბუნებრივია, ამ სახეებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, „ოპოზიციურ ალიანსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მაქსიმალურ აქცენტს გააკეთებს იმ სარჩელზე, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ასეთი არაჯანსაღი ძალებისთვის, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისთვის, აგენტურისთვის, არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში“.

„ყველას გვახსენდება 4 ოქტომბერი, 4 ოქტომბრამდე წარმართული მოვლენები, იგივე ხდებოდა სხვა მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით. აანონსებენ ხოლმე, მაღლა წევენ მოლოდინებს, შემდეგ თვითონვე უცრუებენ საკუთარ მხარდაჭერებს იმედებს. ამის გამოა, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა იკლებს თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, დღითი დღე. ისინი აძლევენ ცრუ დაპირებებს საკუთარ მხარდამჭერებს და შემდეგ იმედებს უცრუებენ მათ. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. რეალურად ყველა ხედავს, რომ არავითარი რესურსი ამ გაერთიანებას არ აქვს. ჯერ მარტო შეგიძლიათ გადახედოთ ლიდერებს, გაცვეთილი სახეები, „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები. ბუნებრივია, ამ სახეებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანია პროცესების ასე განვითარება. სუბიექტური თვალსაზრისით, თუმცა ქვეყნისთვის არაა ეს მომგებიანი. როდესაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს, ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ იმ სარჩელზე, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი არაჯანსაღი ძალებისთვის, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისთვის, აგენტურისთვის, არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში. შესაბამისად, სათანადო კონსტიტუციური დემოკრატიული პროცედურების საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება. ამაზე ვიქნებით მაქსიმალურად კონცენტრირებულები“,- განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • კობახიძე ამბობს, რომ მზად არიან აბორტის თემაზე კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე პატრიარქთან იმსჯელონ
  • 50 წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge