ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნაზე მედიკამენტთან დაკავშირებით და ამავე საკითხზე, დღეს, საპატრიარქოში დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტარს აკეთებს:
“მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან, პირველ რიგში, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის რა თქმა უნდა საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით,. მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე.
ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი, თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთან თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხბის პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის საპასუხისმგებლო ქართველი ხალხის მიმართ…მე პირადად არაფერს არ ვკარგად, პოლიტიკურად მხოლოდ მომგებიანი იქნებოდა ჩვენთვის ამ თანხის გაცემა. ეს არის ხალხის ფული. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი, მაგრამ თუ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.” – ამბობს კობახიძე.
პატრიარქი მშობლებს დღეს 15 საათზე შეხვდება.
