Tuesday, May 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია. მთავრობამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ რას მოაწერეს ხელი, რა დათმო საქართველომ და რა მიიღო სანაცვლოდ?” – რომან გოცირიძე

May 19, 2026
“აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია. მთავრობამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ რას მოაწერეს ხელი, რა დათმო საქართველომ და რა მიიღო სანაცვლოდ?” – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“გუშინ აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს. საქართველოს მთავრობამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ რას მოაწერეს ხელი, შეიცვალა რაიმე თუ არა ძველ ხელშეკრულებაში თუ ახალი გაფორმდა, რა დათმო საქართველომ და რა მიიღო სანაცვლოდ?
მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, მართლა გაგრძელდა ძველი ხელშეკრულება, როგორც აცხადებენ თუ გაფორმდა ახალი? ეს არსებითად ცვლის პირობებს, ამაზე არის დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის დაგვრჩა თუ არა ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენდით გაზის მიღების სივრცე. ასევე რა ფასად მივიღებთ ე.წ. დამატებით გაზს აზერბაიჯანიდან და ვისი საკუთრებისაა ეს გაზი.
თუ ხელშეკრულება გაგრძელდა, რატომ აწერს ხელს “სოკარი”? ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვქონდა არა აზერბაიჯანთან, არამედ სართაშორისო კონსორციუმთან, სადაც გაზის ძირითადი მესაკუთრეები დასავლური კომპანიები არიან( ბიპი, ტოტალი). ჩვენ ამ კონტრაქტით ვღებულობდით არა აზებაიჯანის სახელმწიფოს კუთვნილ ე. წ. სოკარის გაზს, არამედ საერთაშორისო კონსორციუმის გაზს. ამ კონსორციუმისგან ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე რაიმე განცხადება არ მოგვისმენია. დავკარგეთ თუ არა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენდში ჩვენი სივრცე, 500 მლნ. მ3-ის მოცულობით? დარჩენილი 1 მრდ.მ3 მოცულობის გატარების სივრცე, რომელიც მესამე წელია, რაც აზერბაიჯანს გადავეცით, რატომ მოხდა ეს, რა პირობით და რა ვადით? მთლიანად რომ მივებით ყაზახი-საგურამოს საბჭოთა ამორტიზებულ მილს, ეს ფაქტია. სანაცვლოდ რა მივიღეთ?
და ბოლოს, აზერბაიჯანის სახელმწიფოს კუთვნილ გაზს მივიღებთ ასევე აზერბაიჯანის სახწლმწიფოს კუთვნილი( თანაც ამორტიზებული) მილით თუ საერთაშორისო კონსორციუმის კუთვნილი აზერბაიჯანული წარმოშობის გაზს, უკიდურესად დაცული ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილით, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური საკითხიცაა” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

გუშინ ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გააფორმეს “ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ დღეს ჩვენებას 6 მოწმე მისცემს
  • ირაკლი კობახიძე EU-ს სტრუქტურებთან თანამშრომლობის შეწყვეტას კვლავ ბრიუსელს აბრალებს
  • ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge