პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 79 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც „კანონიერი ქურდის“ სტატუსით არის იდენტიფიცირებული. ქვეყნის ხელისუფლება მის დეპორტაციას ამზადებს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს, შიდა უსაფრთხოების სააგენტოსა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ პოლონეთის ტერიტორიაზე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.
