Monday, May 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც „ნაცი“ არ იქნებოდა, „მიშისტი“ არ იქნებოდა და რაღაც დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას შეძლებდა” – შალვა პაპუაშვილი

May 18, 2026
“არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც „ნაცი“ არ იქნებოდა, „მიშისტი“ არ იქნებოდა და რაღაც დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას შეძლებდა” – შალვა პაპუაშვილი

არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც „ნაცი“ არ იქნებოდა, „მიშისტი“ არ იქნებოდა და რაღაც დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას შეძლებდა, – ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით არის დაპატიმრებული.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის სახის გალამაზებაში, შუბლის გასწორებაში და იმაში,რომ ვიღაცისთვის თავი მოეწონებინა“.

„ეს ადამიანი ან სულელია ან თავს ისულელებს. თუ სულელია, ნიშნავს, რომ არ იცის, რომ კაჩინსკის დაკრძალვის გამო კი არ არის, არამედ საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის, ეხება იმას, რომ თავის შვილს ბიუჯეტიდან უხდიდა კერძო სკოლის ფულს. კითხვა ევროპარლამენტს – რომელიმე ევროპარლამენტარს ეს რომ გაეკეთებინა და ბიუჯეტის ფულით გადაეხადა თავისი შვილის კერძო სკოლის გადასახადი, იქნებოდა თუ არა ეს კორუფცია? კი, იქნებოდა. საქმე ეხება იმას, რომ ბიუჯეტის ფულით სააკაშვილმა სხვადასხვა სახის პლასტიკური მანიპულაციები და ოპერაციები ჩაიტარა, თუ არ ვცდები, მგონი მილიონ ლარამდე იყო დახარჯული მისი სახის გალამაზებაში, შუბლის გასწორებაში და იმაში, რომ ვიღაცისთვის თავი მოეწონებინა. ეს რომ რომელიმე ევროპარლამენტარმა გააკეთოს, კორუფცია არის თუ პოლიტიკური დევნა? თუკი ეს ყველაფერი კორუფციაა, მაშინ თავს ისულელებს ეს ადამიანი? ან გამოდის, რომ მაშინ ეს მისთვის მისაღებია.

ჩვენ საქმე გვაქვს ფასეულობის არმქონე ევროპარლამენტის წევრებთან, რიგ შემთხვევაში, კორუმპირებულებთან. ეჭვი მაქვს, კორუმპირებულია ეს ადამიანი, თორემ თავს სულელად რატომ გამოიყვანდა და იტყოდა, თითქოს ვიღაცისთვის თაიგულის ყიდვის გამო არის 9 მილიონი დახარჯული. არითმეტიკულად მაინც გადათვალოს 9 მილიონში რამდენი თაიგული ჩაეტეოდა. არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც „ნაცი“ არ იქნებოდა, „მიშისტი“ არ იქნებოდა და რაღაც დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას მაინც შეძლებდა. ასეთი უღირსი მტრები რომ ჰყავს საქართველოს, ესეც ჩვენი უბედურება არის. სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკური ლანდშაფტია დღეს ევროკავშირში. საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატურ ხალხთან, რომელიც ფულის, პოლიტიკური გავლენის ან საკუთარი სისულელის გამო, საქართველოს წინააღმდეგ ასეთ შარში ეხვევიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბათუმში 3 წლის შემდეგ ბრუნდება რუსული საკრუიზო გემი…25-ში აქ იქნებიან” – რომა მახარაძე
  • “მაღალი ფასები პირადადაც მაწუხებს” – ნათია თურნავა
  • მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge