Monday, May 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“26 მაისზე ჯერ არ გვაქვს შეთანხმებული სცენარი, მნიშვნელოვანია, ერთმანეთი დავინახოთ, სულ რომ შედეგი არ დადგეს, ადამიანებს რწმენა უბრუნდებათ, რომ ისევ ცოცხლები ვართ” – ზურაბ ჯაფარიძე

May 18, 2026
რას წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე

26 მაისთან დაკავშირებით ჯერ არ გვაქვს ბოლომდე შეთანხმებული სცენარი, მაგრამ ძირითადად რა მიმართულებითაც ახლა ვფიქრობთ, არის ის, რომ რაღაც პროცესებში ჩავრთოთ ადამიანები, რომლებიც აქციაზე მოვლენ, – „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა, რატომ არის მნიშვნელოვანი, 26 მაისს აქციაზე ხალხი გამოვიდეს.

„ოპოზიციის კამპანიის მიზანია, ადამიანებს გავაგებინოთ, რომ 26 მაისს არის აქცია, რომელიც 19:00 საათზე, თსუ-დან იწყება. მსვლელობა გაიმართება პარლამენტამდე, სადაც იქნება სცენა. ქორეოგრაფია იქნება თუ სხვა რამ, ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, მაგრამ გვინდა, რაღაც ახალი ამბავი იყოს და ხალხი, ვინც იქ მოვა, რაღაც საქმეში ჩავრთოთ. 26 მაისთან დაკავშირებით ჯერ არ გვაქვს ბოლომდე შეთანხმებული სცენარი, მაგრამ ძირითადად რა მიმართულებითაც ახლა ვფიქრობთ და იდეებს ვამუშავებთ, არის ის, რომ რაღაც პროცესებში ჩავრთოთ ადამიანები, რომლებიც აქციაზე მოვლენ. საბოლოო ჯამში, გვინდა, პროცესი წავიყვანოთ მეტი დემოკრატიისკენ, მოქალაქეების მეტი ჩართულობისკენ. არ ვიცი, სხვანაირად როგორ შეიძლება, მეტი ადამიანი გამოიყვანო, გარდა იმისა, რომ მათ მისცე საშუალება, პროცესებში მონაწილეობა მიიღონ, მათ შორის, რაღაც ტიპის გადაწყვეტილებებიც მიიღონ. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, 26 მაისის აქციაზე ერთმანეთი დავინახოთ. მთავარი ტყუილი, რასაც რეჟიმის პროპაგანდა ავრცელებს, არის, რომ ისინი უმრავლესობაში არიან. ხალხმრავალი აქციის მთავარი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში, ასე არ არის. ჩვენც გვჭირდება ერთმანეთის დანახვა. მე ხომ მინახავს, ყოველი მრავალრიცხოვანი აქციის შემდეგ როგორი დამუხტულები მოდიან ადამიანები. სულ რომ კონკრეტული შედეგი არ დადგეს, უცებ რწმენა უბრუნდებათ ხოლმე, რომ ისევ აქ ვართ, ისევ ცოცხლები ვართ და ისევ ვიბრძვით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ციხეში მყოფი ადამიანებისთვის. მათ უნდა დაინახონ, რომ ეს ხალხი ჩვენ არ დაგვვიწყებია და ბრძოლა გრძელდება. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია. დიდი ხანია, არ გვქონია ხალხმრავალი აქცია და მათაც უნდა დაინახონ, მიუხედავად იმისა, ზუსტი ინფორმაცია აქვთ, რომ კასკადი იყო რეპრესიული კანონმდებლობებისა. ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ, აჯარიმებენ. დასავლეთში იციან, რომ ამ საგიჟეთში ვცხოვრობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი რომ გამოდის ქუჩაში, ბრძოლას აგრძელებს, მათთვის ამის დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ძლიერი საქართველო – ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია
  • “სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი, რომელიც „მადებს ხელს“ – ორი „მტკიცებულებაა“ საქმეში, ერთი – ძაღლი „ამბობს“, რომ მე ვიყავი, მეორე ვიდეოკადრები, რომელზეც ექსპერტიზის განცხადებით, ვინაობის დადგენა შეუძლებელია” – ალეკო ელისაშვილი
  • ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 20 დღის ახალშობილთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge