Monday, May 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მაია ბუწაშვილი ინფორმაციას ავრცელებს

May 18, 2026
“ნოროვირუსი არ არის ახალი ვირუსი, გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც” – მაია ბუწაშვილი

„ისევ კრუიზი და ისევ ვირუსული ინფექციის გავრცელება – ამჟამად  ნოროვირუსის ეპიდაფეთქებაა საკრუიზო გემზე Ambition (Ambassador Cruise Line), რომელიც გაჩერებულია ბორდოში 1200 მგზავრით და 514 ეკიპაჟის წევრით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი წერს.

„ისევ კრუიზი და ისევ ვირუსული ინფექციის გავრცელება – ამჟამად ნოროვირუსის ეპიდაფეთქებაა საკრუიზო გემზე Ambition (Ambassador Cruise Line), რომელიც გაჩერებულია ბორდოში 1200 მგზავრით და 514 ეკიპაჟის წევრით. ვირუსი დაფიქსირდა 49 ადამიანში. გარდაიცვალა ერთი ხანდაზმული მგზავრი. დანარჩენი მგზავრები იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა ახლახანს იმათ, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, გემის დატოვების უფლება მისცეს.

ნოროვირუსი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას, მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კუნთების ტკივილი. გადაცემა ხდება წყლით და საკვებით, ასევე გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კონტაქტით. მისი გავრცელება საკმაოდ ხშირია ორგანიზებულ დაწესებულებებში, მაგალითად, სტუდენტურ საცხოვრებლებში, სასტუმროებში, რესტორნებში. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ვირუსის უმცირესი კონცენტრაციაც კი საკმარისია ადამიანის ინფიცირებისათვის.

ეს არ არის ახალი ვირუსი. გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც. დიაგნოსტიკა ხდება განავლის გამოკვლევით ნოროვირუსის ანტიგენზე, რაც ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია კლინიკურ ლაბორატორიებში“, – წერს მაია ბუწაშვილი.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე
  • მაია ბუწაშვილი ინფორმაციას ავრცელებს
  • სოციალურ ქსელში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge