Sunday, May 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ოჯახები ხშირად ინგრევა არა მხოლოდ ღირებულებითი კრიზისით, არამედ სოციალური უსამართლობითაც“ — მეუფე ზენონი

May 17, 2026
„ოჯახები ხშირად ინგრევა არა მხოლოდ ღირებულებითი კრიზისით, არამედ სოციალური უსამართლობითაც“ — მეუფე ზენონი

მეუფე ზენონი ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოჯახური ღირებულებები მხოლოდ ფორმალური აღიარებით არ განისაზღვრება. მისი შეფასებით, ოჯახების სიმტკიცე პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ღირსების დაცვასთან, სამართლიან გარემოსთან, შინაგან მშვიდობასთან და სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობასთან.

მეუფე ზენონის განცხადებით, ოჯახების წინაშე არსებული პრობლემები ხშირად მხოლოდ ღირებულებით კრიზისს არ უკავშირდება და მნიშვნელოვან როლს სოციალური უსამართლობა, სიღარიბე, ძალადობა და საზოგადოებაში არსებული მუდმივი შიშის გარემოც ასრულებს.

ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე მხოლოდ დეკლარაციებითა და ფორმალური აღიარებით არ განისაზღვრება. იგი იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა.

“იქ, სადაც საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს შიში, ძალადობა, უსამართლობა, სიღარიბე და მუდმივი დაპირისპირება, ზიანდება არა მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყარო, არამედ თავად ოჯახური ერთობაც. ამიტომ ოჯახის დაცვა ქრისტიანული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ ტრადიციის სიტყვიერ აღიარებას, არამედ ისეთი საზოგადოებრივი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს ღირსებით, თავისუფლებით, ნდობითა და მშვიდობით, რადგან ოჯახები ხშირად ინგრევა არა მხოლოდ ღირებულებითი კრიზისით, არამედ სოციალური უსამართლობით, ეკონომიკური სიდუხჭირით, ძალადობითა და მუდმივი შიშის ატმოსფეროთიც”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • „ოჯახები ხშირად ინგრევა არა მხოლოდ ღირებულებითი კრიზისით, არამედ სოციალური უსამართლობითაც“ — მეუფე ზენონი
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge