მეუფე ანტონი იქნება ის მღვდელმთავარი, ვინც სინოდის შემდეგ სხდომაზე სინდისის პატიმრების შეწყალების საკითხს დააყენებს. ბაღდათელი მიტროპოლიტი ასევე მოითხოვს, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს წამალი მისცენ. ახლად აღსაყდრებული შიო მესამის პატრიარქობაში ეს იქნება პირველი სინოდის კრება, სადაც ეპისკოპოსები მთავარი პრობელების მოგვარებაზე მსჯელობას აპირებენ.
მეუფე იაკობი მიანიშნებს, რომ პატიმრების გამოშვების საკითხი მხოლოდ მღვდელმთავრების გადასაწყვეტი არ არის. რა ფორით მიმართავს საპატრიარქო ხელისუფლებას, რას მოითხოვენ და ვისგან – მღვდელმთავრები ახალი სინოდის სხდომის მოლოდინში არიან.
იქნება თუ არა შეწყალება ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე? საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ამ აქტს მიხეილ ყაველაშვილი დაოუკიდებლად ვერ გამოსცემს. შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას ივანიშვილის ვაჟი დღეს ბუნდოვნად პასუხობს და ამბობს, რომ ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.
