ივანიშვილი იმ დონის ავაზაკია, ცდილობს აშშ-ს პრეზიდენტის ოჯახზე გაკვალოს კორუფციის გზა – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა იპოდრომის ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ტრამპ-თაუერის მშენებლობას გამოეხმაურა.
ნათელაშვილი ამბობს, რომ “ლეიბორისტული პარტია” არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა ამ გზით მაოხერხოს სანქციებისგან თავის დაღწევა.
უკვე ვაცნობეთ ამერიკის კონგრესს, სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის ყველა მთავარ მასმედიას იმ ყველა პროვოკაციაზე, რასაც რუსი ოლიგარქი გეგმავს – განაცხადა ოპოზიციონერმა ლიდერმა.
მან ბრიფინგიდან მიმართა დონალდ ტრამპსაც – ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ აქ გვჭირდება არა ტრამპ-თაუერი, არამედ რუსი ოლიგარქის მოცილება, რის შემდეგაც ჩვენ ავაშენებთ აქ ტრამპ თაუერსაც და ტრამპის სახელობის ქალაქსაც აბრეშუმის გზაზე.
ქართული ცივილიზაცია ათასწლეულები ცხენით, მერანით მოდიოდა და მისი გამოხატულება, ძეგლი უკვდავი გახლდათ იპოდრომი ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დღეს ივანიშვილმა მიიტაცა და იავარჰქმნა. ხედავთ იპოდრომის ნარჩენს, რა ვითარებაა, ტექნიკა შემოსული, ხეები გაჭრილი და ყველაფერი განადგურებული.
მოგეხსენებათ, ჩვენ “ლეიბორისტული პარტია” 12 წელი ვიბრძოდით ოლიგარქის დასანქცირებისთვის და 2024 წლის ბოლოს ვაშინგტონმა დაასანქცირა ეს უდიდესი ეროვნული და საერთაშორისო ბოროტება, რის შემდეგაც ის ტყავიდან ძვრება, რათა რაიმე ხვრელი მონახოს ამერიკის ხელმძღვანელობასთნ და გამოძვრეს ძალიან რთული პროცესიდან, სადაც მოხვდა და წინასწარ ვეუბნები, რომ ვერ გამოვა.
ახლა ცნობილი ხდება რომ გააფორმა ხელშეკრულება “ტრამპ ორგანიზეიშენთან”, რომელიც ნიუ-იორკში წარმოადგენს ამერიკის პრეზიდენტის საოჯახო კომპანიას და გასცემს ლიცენზიებს ცათამბრჯენების, ტრამპ-თაუერების მშენებლობაზე და გააფორმა კონტრაქტი მის მიწაზე ტრამპ-თაუერების მშენებლობის შესახებ. მან პარტნიორებად გაიჩინა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებაზე წარდგენილი ცნობილი “ნავთობმაფიოზა” ფხაკაძე, ვისოლის მფლობელი და ცნობილი კორპუსების მშენებელი და არაბთა ჩამომსახლებელი ქოცი დეპუტატი წულაია. აპირებენ, რომ აი ამ გზით მოახერხონ სანქციებისგან გამოძრომა. ანუ, ცდილობს ამერიკის პრეზიდენტის ოჯახზე გაკვალოს კორუფციის გზა, იმ დონის ავაზაკია.
ამას პირველ რიგში არ დაუშებს პრეზიდენტი ტრამპი და რა თქმა უნდა, ჩვენც ამაში ხელს შევუწყობთ. უკვე ვაცნობეთ ამერიკის კონგრესს, სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის ყველა მთავარ მასმედიას იმ ყველა პროვოკაციაზე, რასაც რუსი ოლიგარქი, პუტინნაცვალი, საკუთარი ერის და ქვეყნის გამანადგურებელი გეგმავს ამჯერად ამერიკის წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევაში იმას, რომ მოხდეს მისი რაიმე ფორმით გამოძრომა სასანქციო მარწუხებიდან და მოვუწოდებთ შტატების პრეზიდენტს – ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ აქ გვჭირდება არა ტრამპ-თაუერი, არამედ რუსი ოლიგარქის მოცილება, მისი და მისი გარემოცვის სრული დასანქცირება, მაგნიტსკის სიაში შეყვანა, მეგობარი აქტის სასწრაფოდ მიღება სენატში, რეჟიმის ჩამოშლა, რის შემდეგაც ჩვენ ავაშენებთ აქ ტრამპ თაუერსაც და ტრამპის სახელობის ქალაქსაც აბრეშუმის გზაზე. დარწმუნებული ვარ შტატები იმოქმედებს ქართველი და ამერიკელი ხალხების სტრატეგიული ინტერესების შესაბამსიად, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ამ გეოპოლიტიკურ მაგისტრალზე, აბრეშუმის გზაზე მოისპოს და დამთავრდეს პუტინიზმის ბატონობა და მსიი სატელიტების გრიალი”, – განაცხადა შალვა ნატელაშვილმა.
