“ოცნება” არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ (საერტაშორისო ტრიბუნალის შექმნის) გადაწყვეტილებებს იმიტომ, რომ ისინი მითითებებს რუსეთიდან იღებენ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ნინო კალანდაძემ “ტვ პირველთან” განაცხადა.
კალანდაძის თქმით, “ოცნება” საქართველოს სახელით საერთაშორისო ასპარეზზე რუსულ პოლიტიკას ატარებს.
“ოცნება” არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ამ მითითებებს იღებენ რუსეთიდან. მათი ამოცანა, დანიშნულება, ფუნქცია, რაშიც ისინი ხელფასს იღებენ, რასაც ემსახურებიან არის ის, რომ საქართველოს სახელით საერთაშორისო ასპარეზზე გაატარონ რუსული პოლიტიკა და მიიღონ რუსული გადაწყვეტილებები, ასევე შეუმსუბუქონ რუსეთს ომის პირობებში იმ მდგონმარეობა, რომელიც მათ შესაძლოა, დასავლური წნეხის პირობებში ექმნებოდეს და ემუქრებოდეს”, – აცხადებს ნინო კალანდაძემ.
საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებზე გამოძიების მიზნით, სპეციალური ტრიბუნალს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხმა არ მისცა.
მოლდოვაში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც 46 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, 36 ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ახალ გაფართოებულ შეთანხმებას, საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა, თურქეთმა, სერბეთმა, ალბანეთმა, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, სლოვაკეთმა და მალტამ კი ამ შეთანხმებას ხმა არ მისცა.
