პროტესტი ბათუმის ცენტრში – ხალხი ამბობს, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე გიგანტური კორპუსის მშენებლობაა უზარმაზარ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ საშიში ნაგებობის აშენების პროცესმა მათი საცხოვრებლებისს კონსტრუქციული დაზიანება და კედლების მძიმე დეფორმაცია გამოიწვია.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ბათუმის მერიამ და მუნიციპალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ, ოფიციალურად შეაჩერონ აღნიშნული მშენებლობა და სასწრაფოდ ჩატარდეს ობიექტის დამოუკიდებელი და სრული კომპლექსური ექსპერტიზა.
ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა, რომელმა განაცხადა, რომ მშენებლობის უხეშ დარღვევაზე დაუყოვნებლივ სამართლებრივი რეაგირებაა არის საჭირო.
აქციის მონაწილეები, სამშენებლო კომპანიას პასუხისმგებლობის აღებას და ზიანის ანაზღაურებს სთხოვენ. მათ დღეს ასევე დააანონსეს, რომ ხვალიდან ფართომასშტაბიან პროტესტს იწყებენ.
„კედლები იბზარება, ბავშვებს უსაფრთხო გარემო წაართვეს, ადამიანის სიცოცხლე არავის ადარდებს, ჩვენს უკან ოჯახებია, რომლებიც საფრთხეშია. შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს კორპუსის კედლები, დარღვეულია სამშენებლო რეგლამენტის ფუნდამენტური პრინციპები”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.
