Friday, May 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე მიიღო მონაწილეობა

May 15, 2026
მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე მიიღო მონაწილეობა

მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მინისტრმა ისაუბრა ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რაც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა.

ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლების საკითხზე და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენელს მოლდოვაში შესვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე უარი ეთქვა.

„დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, თუმცა როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიმართ არსებულ ორმაგ სტანდარტებზე და აღნიშნა, რომ თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ საუბარი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ.

„თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს, სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება“, – აღნიშნა პირველმა დიპლომატმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ესპანური მედია ქართულ-ესპანური კრიმინალური დაჯგუფების დაკავების დეტალებზე წერს
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge