ირაკლი კობახიძემ გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში, რა გავლენიანი იყო…რომ არ ვიცი მაგიტომ გეუბნებით, როგორ შეიძლება გავლენიან ფიგურად გამოაცხადოთ ვიღაცა შაიშმელაშვილი გდდ-ში… თავშესაფარი ადამიანმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა საფუძვლით. ხანდახან ადამიანები ბარდებიან სხვა ქვეყანას, ამბობენ, რომ არიან მაგალითად, კონკრეტული მიმართულების წარმომადგენლები და ამის გამო იდევნებიან და ათას ტყუილს ამბობენ ხოლმე. საერთოდ არ არის ეს ტექნიკური საკითხი, ეს არ არის საინტერესო. ჩვენთვის არის საინტერესო რა, რომ ბოლო დროს გვაქვს გახშირებული კომუნიკაცია შეერთებულ შტატებთან, მე პირადად მქონდა ზარი ბატონ რუბიოსთან, იგეგმება შემდგომი კომუნიკაცია, კონკრეტული დეტალების განხილვა, ამაზე ვართ კონცენტრირებული…იქნება კომუნიკაცია, დანარჩენს გაიგებთ სათანადო დროს. ასეთია წინასწარი განაცხადი, რომ ჩვენ მაისის ბოლოსთვის კონკრეტული ფორმატის ფარგლებში უნდა განვიხილოთ კონკრეტული დეტალები. [აშშ-თან] ” – ამბობს კობახიძე.
13 მაისს გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
