რუსეთის გადაწყვეტილებას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ მაკა ბოჭორიშვილის უწყება ამ დრომდე არ გამოხმაურებია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ბოლო განცხადება ევროპარლამენტის კრიტიკას ეთმობა.
ერთადერთი ვინც აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილია. რომელიც ამბობს, რომ “რაც ხდება უკრაინაში, ის უფრო მძიმეა“.
პაპუაშვილი ვერც პარტნიორების ინფორმირების აზრს ხედავს და ირწმუნება, რომ “რუსეთთან პირისპირ დარჩენილებს დასავლელი მოკავშირეები ვერ დაეხმარებიან.“
საპირისპიროს ფიქრობენ ექსპერტები – ისინი ამბობენ, რომ დეოკუპაციის გზა დასავლეთთან თანამშრომლობაზე და დასავლურ სამყაროში ინტეგრაციაზე გადის.
ოპოზიციას კი აინტერესებს, რა დავალება გასცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატებისთვის, რა ნაბიჯებს დგამენ საქართველოს ელჩები დასავლურ სახელმწიფოებში დუმაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ვისი ინფორმირება მოხდა, ან როგორ ხვდება სახელმწიფო კრემლის ანექსიის მცდელობას.
