თენგიზ შარმანაშვილმა ფასების კომისიის შესახებ კომენტარი გააკეთა:
“შეიტანენ დღის წესრიგში და გამოვა, აქ არაფერს 1 კვირა და 10 დღე არ წყვეტს… საერთოდ რომ არ წამოგვეწყო ეს კომისია, ვინ რას მოგვთხოვდა?! აუტკივარი თავი ხომ არ ავიტკივეთ, არა? ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრაზე სერიოზულად რომ არ ვფიქრობდეთ, საერთოდ არ ვისაუბრებდით ამაზე… გარკვეული დრო ამას დასჭირდება, მაგრამ გაკეთდება” – თქვა ოცების დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა “ტვ პირველის” კითხვაზე, როდის გაიტანენ სესიაზე ფასების კომისიის დასკვნას დასამტკიცებლად.
