Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ მიიღებს მერიისგან 50 000 ლარს – დეტალები

May 14, 2026
ცნობილია, ვის გაეზრდება ხელფასი 500 ლარით

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 000 ლარი იყო, წელს მეწარმეებს უკვე 50 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ.

„პროგრამა, რომელიც 2025 წელს პირველად ამოქმედდა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა — გაიზარდა როგორც საერთო ბიუჯეტი, ისე თითოეული მეწარმისთვის გათვალისწინებული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს პროდუქციის დამუშავებას, დამატებითი ღირებულების შექმნას და ხარისხის გაუმჯობესებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომელიც ბაზარზე მინიმუმ ორი წელია უწყვეტად ოპერირებს.

„უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესგეგმებს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობა ტექნოლოგიები და დანადგარები შეიძინონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თანადაფინანსებას განსაზღვრული პირობები აქვს, დეტალური ინფორმაცია და განაცხადის პროცედურები კი ხელმისაწვდომი იქნება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„მერიის მხრიდან თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრა: ⁠5 000 ლარამდე — 90%; ⁠5 001-დან 20 000 ლარამდე — 85%; 20 001 ლარიდან – 30 000 ლარამდე — 80%; ⁠30 001-დან 70%“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 1-ელ ივნისს დასრულდება. თანადაფინანსება არ ვრცელდება მომსახურებასა და სწრაფი კვების ობიექტებზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • 14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • დღეს თამარობაა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge