Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილია თოფურია მარცხის შემდეგ პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს

September 4, 2026
ილია თოფურია მარცხის შემდეგ პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს

“ხასიათი მაშინ არ ყალიბდება, როცა ყველაფერი შენს სასარგებლოდ მიდის. ის მაშინ მტკიცდება, როცა ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს, შენი ხასიათია.

ჩვენ დავბრუნდით!!!” – ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.

ცნობისთვის, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

პირველი რაუნდი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და “მატადორმა” რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა ბოლო წუთებზე ილიამ მეტოქე კუთხეში მიიმწყვდია და აშკარად დაჯაბნა.

მეორე რაუნდი სრულად ილია თოფურიას უპირატესობით დასრულდა. გეიჯიმ თოფურიასგან “კორპუსში” მტკივნეული დარტყმები მიიღო.

მესამე რაუნდში ბრძოლის სურათი რადიკალურად შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ამ რაუნდმა ბრძოლის შედეგი გადაწყვიტა.

გეიჯიმ ილიას სახის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მიუხედავად ექიმის მოწოდებისა, რომ ჩხუბი შეჩერებულიყო, ილიამ უარი განაცხადა და მეოთხე რაუნდშიც იბრძოლა, რის დასრულების შემდეგაც ბრძოლა შეჩერდა და გეიჯი მსუბუქი წონითი დივიზიონის სრულფასოვანი ჩემპიონი გახდა.

UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა.

ილიას MMA-ს კარიერაში ეს მარცხი პირველია. “მატადორის” ანგარიშზე 17 გამარჯვება და 1 წაგებაა.

37 წლის გეიჯისთვის ეს გამარჯვება 28-ე გახლდათ. მას 5 ბრძოლა აქვს წაგებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილია თოფურია მარცხის შემდეგ პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს
  • რომელ ქვეყანაში გადავიდა დენის კულანინი – ადვოკატის განცხადება
  • იხილეთ სექტემბრის თვის ამინდის პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge