Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საფრანგეთში მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მტკივნეული “ოცნებისთვის” – სალომე სამადაშვილი

May 13, 2026
“”ქართული ოცნება” სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს”- სალომე სამადაშვილი

“საფრანგეთში მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მტკივნეული “ოცნებისთვის” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ დამტკიცებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მათ აქვთ რესურსი, გადატვირთონ ურთიერთობები დასავლეთთან, ხოლო საფრანგეთის მიერ მიღებული რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს ტყუილში ამხელს.

სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ მიღებული რეზოლუცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.

მე ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში, პირველ რიგში, არის ძალიან მტკივნეული “ქართული ოცნებისთვის” ამ მოცემულ მომენტში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ძალიან აქტიურად ცდილობენ დაარწმუნონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ მათ აქვთ რაღაცა რესურსი, გადატვირთონ ურთიერთობები დასავლეთთან, აგრძელებენ მოტყუებას საზოგადოების, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპასთან ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ჩამოშლაში მე ვიტყოდი არანაირი წვლილი არ მიუძღვის ივანიშვილის რეჟიმს. როდესაც მსგავს რეზოლუციას იღებს საფრანგეთი, ის ქვეყანა რომლის მოქალაქეც არის მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის პირდაპირ, პირველ რიგში, მხილება “ქართული ოცნების” ტყუილის და ტყუილი პროპაგანდის და დინამიკა, რომელიც იქმნება ევროპასთან ურთიერთობებში , აბსოლუტურად საწინააღმდეგოა იმ ამოცანის, რომელიც ივანიშვილმა დაუყენა საკუთარ ქვეშევრდომებს, მე გუნდს ვერ დავარქმევ ამას, მას ჰყავს ქვეშევრდომები, რომლებსაც ჩემი აზრით, ივანიშვილი სთხოვს ორ რამეს, რომ – ისე რომ არაფერი არ შეიცვალოს საქართველოში, გაგრძელდეს ავტოკრატიული განვითარების გზით სიარული, გაგრძელდეს ევროპული პოლიტიკური ინსტიტუციების ლანძღვა და ამის პარალელურად, მოხდეს ივანიშვილის ამოღება რუსეთის მოკავშირეების სიიდან, თუ მასზე როგორც მინიმუმ შემდგომი წნეხის შემცირება. ამ დავალებას, რა თქმა უნდა, რომ ვერავინ ვერ შეუსრულებს მას იმიტომ, რომ ეს არის ბუნებრივად შეუძლებელი და ამ რეზოლუციამ ეს ძალიან ნათელი გახადა და სწორედ ამიტომ ანერვიულდა ესე ძალიან “ქართული ოცნება”.

გარდა ამისა, ცხადია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი დინამიკის ცვლილება, თუ უკვე საფრანგეთი გადაწყვეტს, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღოს სანქციები ოლიგარქის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ამას მიჰყვება ჯაჭვური რეაქცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება 13-14 მაისს საქართველოში
  • “საფრანგეთში მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მტკივნეული “ოცნებისთვის” – სალომე სამადაშვილი
  • კარგი სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 16 მაისიდან ამოქმედდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge