სასულიერო პირი, მამა ირინეოს შენგელია პოდკასტის „მღვდლებს შორის“ სტუმარი იყო, სადაც ისაუბრა, თუ რატომ აირჩია მღვდლობა:
„მინდა ჩემი სიტყვა დავიწყო მაცხოვრის სიტყვებით, რადგან თავად უფალი არის გზა, იესო ქრისტემ 21 საუკუნის წინ თქვა: მე ვარ გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება. მე არ ვფიქრობ, რომ მღვდლობა არის ჩემი გზა, ჩემი გზა არის იესო ქრისტე და ამ გზაზე მღვდლობა აღმოჩნდა ჩემი პირადი მოწოდება. ადამიანი მოწოდებაში თავისუფალია, ღმერთი თავისუფლებას ანიჭებს პიროვნებას და პიროვნება ირჩევს დათანხმდეს თუ არა ღვთის მოწოდებას. მე დავთანხმდი ღვთის მოწოდებას. არჩევანის თავისუფლება პიროვნების ღირებულებაა, აქედან გამომდინარე, მე ამ გზაზე აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემი მოწოდებაა. ეს იყო ჩემი არჩევანი, სინერგიული კავშირი ღმერთსა და ჩემს შორის და გადავწყვიტე, გავყოლოდი ამ გზას, დავმდგარიყავი ამ გზაზე, რომელიც თავად ქრისტეა და ამ გზაზე შევიმოსე მღვდლობის საიდუმლო“, – ამბობს მამა ირინეოსი.
