ირალი ზარქუა ამტკიცებს, რომ საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სალომე ზურაბიშვილის შედგენილია. ზარქუას თქმით, რეზოლუციას პოლიტიკური ფასი არ აქვს და ის ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის გავლენით არის მომზადებული.
“მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია და თქვენც იცით, ჩვენც ვიცით და ყველამ იცის ეს. შესაბამისად, იქ, სადაც აის უსაფუძვლო, უარგუმენტო რეზოლუცია, ჩვენ არ გვაინტერესებს, მითუმეტეს, საფრანგეთიდან, სადაც მილიონი პრობლემა აქვთ და ის სარკოზი თუ რა გვარია, მაკრონი, თვითონ საკუთარ ხალხში ვერ გადის, კარგით, რა. როგორც მერცი, როგორც ის დანარჩენები, ეს ლიდერები ე.წ. ევროპის და დემოკრატიას წარმოადგენენ, საკუთარ ქვეყნებშ რეიტინგი აქვთ ძალიან დაბალი”, – ამბოლბს ზარქუა.
