Saturday, July 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქართული ოცნება” ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტად არგებს საკუთარ პარტიულ ინტერესებს” – თაზო დათუნაშვილი

May 13, 2026
“ქართული ოცნება” ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტად არგებს საკუთარ პარტიულ ინტერესებს” – თაზო დათუნაშვილი

“ლელო ძლიერი საქართველო“ “ქართული ოცნების ახალ საკანონმდებო ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმად, საჯარო სექტორში პრემია-დანამატები ბრუნდება.

თაზო დათუნაშვილის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა “ქართული ოცნება” საქართველოს ბიუჯეტში ვერ პოულობს თანხას, რომ დაეხმაროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს.

“ქართული ოცნება” ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტად არგებს საკუთარ პარტიულ ინტერესებს”, – თქვა დათუნაშვილმა ბრიფინგზე.

“ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა, რომლითაც მაღალჩინოსნებს სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ისევ ექნებათ. ამასთან, საჯარო სამსახურში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა 5%-ით იზრდება.
ეს ხდება მაშინ, როცა ივანიშვილის “ოცნება” საქართველოს ბიუჯეტში ვერ პოულობს თანხას, რომ დაეხმაროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს, რომ დაეხმაროს სკოლებში უფასო კვების შეტანით მთელ საქართველოს, რომ გაზარდოს პენსია 20 ლარზე მეტით, მაგრამ ყოველთვის იძებნება თანხა ბიუჯეტში იმისთვის, რომ ფუფუნებით ცხოვრება გაიხანგრძლივონ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა.

“ქართულმა ოცნებამ” წლების განმავლობაში ასობით მილიონი გაფლანგა პარტიული აქტივით ბიუროკრატიის ზრდაზე, ასობით მილიონი ლარი გაიფლანგა უსამართლო შესყიდვებზე, სხვადასხვა სოციალურ პროგრამებზე, რომელიც სიღარიბესთან ბრძოლის ნაცვლად, ბიუჯეტის ფლანგვის საშუალებაა:
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, შტატგარეშე თანამშრომლებზე 684 მილიონი ლარია დახარჯული;

2025 წელს კობახიძემ აღიარა, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად მთავრობამ ჯამში 700 მლნ ლარამდე დაზოგა. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ასობით მილიონი იფლანგება ჩვენი ბიუჯეტიდან კორუფციულ სქემებში;
4 წელიწადში 380 მილიონი ლარი დაიხარჯა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე, რომელიც გააუქმეს და რომელიც მხოლოდ პარტიული აქტივის არარსებულ პოზიციებზე დასაქმების საშუალება იყო.
ამ უმძიმესი ფაქტების ფონზე, “ქართული ოცნება” ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტად არგებს საკუთარ პარტიულ ინტერესებს და აგრძელებს მოქალაქეების საჭიროებების უგულებეყოფას, – განაცხადა დათუნაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება
  • თბილისის მერია მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge