ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად.
გუშინ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც:
გმობს საქართველოს მთავრობის „არალიბერალურ და ავტორიტარულ რეგრესს“ და ხაზს უსვამს ივანიშვილის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე;
რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, რომ საფრანგეთის მთავრობამ განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის ადრე მინიჭებული საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის საკითხი;
ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ ღირებულებებს და არ ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები” – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
