Friday, July 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში გაყინული ხორცის იმპორტი გაიზარდა – რა ღირს ბრაზილიური, უკრაინული და არგენტინული პროდუქტი

May 12, 2026
საქართველოში გაყინული ხორცის იმპორტი გაიზარდა – რა ღირს ბრაზილიური, უკრაინული და არგენტინული პროდუქტი

მსოფლიო ბაზარზე ხორცის რეკორდული გაძვირების ფონზე, საქართველოში საქონლის გაყინული ხორცის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში 1 395 ტონა გაყინული ხორცი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 6.3 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 1 129 ტონა იყო.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის საქონლის გაყინული ხორცის მთავარი მომწოდებელი კვლავ ბრაზილია რჩება — მთლიან იმპორტში მისი წილი თითქმის 79%-ს აღწევს. სამეულში ასევე არიან უკრაინა და ლიეტუვა.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი გაყინული ხორცი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

ბრაზილია — 1097 ტონა, 4.463 მლნ დოლარი;
უკრაინა — 194 ტონა, 938.7 ათასი დოლარი;
ლიეტუვა — 60.3 ტონა, 648.1 ათასი დოლარი;
არგენტინა — 28 ტონა, 91.7 ათასი დოლარი;
ბელარუსი — 8 ტონა, 58.7 ათასი დოლარი.

საშუალო ფასებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე ძვირი ლიეტუვური ხორცი აღმოჩნდა — დაახლოებით 10.75 დოლარი კილოგრამზე, მაშინ როცა ბრაზილიური პროდუქტის საშუალო ღირებულება 4 დოლარს შეადგენდა. შედარებით იაფი იყო არგენტინული ხორცი — დაახლოებით 3.28 დოლარი კილოგრამზე.

ამ ფონზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მსოფლიოში ხორცის ფასების ინდექსმა აპრილში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. განსაკუთრებით გაძვირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი, რასაც ბრაზილიაში საექსპორტო მარაგების შემცირება და მიწოდების პრობლემები განაპირობებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი საღამომდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • თბილისში მეზობელმა არასრულწლოვანი დაჭრა
  • 10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge