აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა Boeing C-17 Globemaster III-მ მოსკოვი დატოვა. Axios-ის ინფორმაციით, სწორედ ამ ბორტით ჩავიდა რუსეთის დედაქალაქში CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი. თვითმფრინავის გაფრენის შესახებ მონაცემები Flightradar24-ზე გამოჩნდა.
ბორტი რუსეთის დასავლეთ საზღვრის მიმართულებით გაფრინდა და დაახლოებით იმავე მარშრუტს მიჰყვება, რომლითაც სამშაბათს დილით რიგიდან მოსკოვში ჩავიდა.
ამ დროისთვის უცნობია, იმყოფება თუ არა ჯონ რეტკლიფი თვითმფრინავის ბორტზე.
