Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია” – სახალხო დამცველი

May 12, 2026
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი, რომელიც იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედ წესსა და პირობებს ეხებოდა

არის თუ არა საკმარისი [5 სპეცრაზმელის დაკავება], ვერ გეტყვით, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძინონ. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, არის თუ არა საკმარისი, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მხოლოდ 5 სპეცრაზმელის დაკავება. იოსელიანმა განმარტა, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ის, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები – სპეცრაზმელები პასუხისგებაში მიეცნენ, ეს იყო მათ შორის, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ანგარიშში, რომელიც პარლამენტში გავაგზავნე. ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდი, არ შეიძლება ერთ მხარეს ამდენი ადამიანი იყოს დაკავებული და მეორე მხარეს არავინ იყოს პასუხისმგებელი იმ ფაქტებზე, რომელიც შარშან მოხდა. არის თუ არა საკმარისი, ვერ გეტყვით, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძინონ. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, რა თქმა უნდა, მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ასეთი რამე მოხდა და პირველად მოხდა და ვერ ვიხსენებ სხვა შემთხვევას, როცა სისტემატურად ყოფილიყო მიდგომა დამნაშავეების დასჯასთან მიმართებაში, ამას მივესალმები, მნიშვნელოვანია, პროცესი ბოლომდე მივიდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საპატრიარქომ შესაძლოა, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით იშუამდგომლოს, იოსელიანმა განაცხადა, რომ ჰუმანური მიდგომის მომხრეა.

„ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია, მე მომხრე ვარ, როგორც ჰუმანური მიდგომის, ისე რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, სასჯელების შემსუბუქების, ადამიანების ვადაზე ადრე გათავისუფლების, შეწყალების, ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს, ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე. რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიმართაც იგივე დამოკიდებულება მაქვს, რომლებიც ახლა სასჯელს იხდიან“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულში ახალი პატრიარქის როლი დიდია.

„პატრიარქის როლი ძალიან დიდია, ძალიან განსაკუთრებულია, ის მემკვიდრეობა, რომელიც, პატრიარქმა ილია მეორემ დატოვა ამ ქვეყანაში და რომელიც ნამდვილად ყველას პატრიარქი იყო, საზოგადოების ყველა ფენის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის პატრიარქი იყო, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მიდგომაა, რაც ახალმა პატრიარქმა უნდა გააგრძელოს და გაითვალისწინოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია როდის დაისვენებენ სკოლები და ბაღები მაისში
  • “მღვდელმთავრები ვართ ერთსულოვანი და მხარს ვუჭერთ პატიმრების შეწყალებას”- მეუფე დანიელი
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge