პაპუაშვილი ევროპელებს ევროპაზე უკითხავს ლექციას, რაც აზრს მოკლებულია – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა “პირველებთან”პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილის შეფასებისას განაცხადა.
ფიშერი თქმით, რასაც პაპუაშვილი ევროპაზე ამბობს, სიმართლე არ არის.
გერმანიის ელჩი დღეს ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა.
“ჩვენ აქ ვართ იმიტომ რომ აღვნიშნოთ ევროპის დღე. ევროკავშირი არის წარმატება ყველა იმ ქვეყნისთვის ვინც მისი წევრია, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვის, გერმანიისთვის. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი- ის არის გარანტი მშვიდობის, ის არის გარანტია ჩვენი თავისუფლებისთვის. ძალიან ბევრი ქართველია აქ და ისინიც აღნიშნავენ ჩვენთან ერთად, ჩვენს მეგობრობას და ჩვენს პარტნიორობას, რომელიც ძალინ დიდიხანია გრძელდება, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
დანარჩენი სხვა რაც არ ამბობს რომ ევროკავშირი კარგია და ჩვენ ერთმანეთთან მეგობრობა გვაკავშირებს არ არის რელევანტური. ყევლას შეუძლია თავდა გამოიტანოს გადაწყვეტილება კარგია თუ არა ეს დღე საქართველოში თუმცა როგორც ჩანს აქ ბევრი ქართველია და მათ მოსწონთ ეს.
ბატონი პაპუაშვილი 21 წლის განმავლობაში გერმანიის დაფინანსებაზე იყო. ის ძალიან კარგად იცნობს გერმანიას და ევროკავშირს. ამიტომ ვერ ვიგებ, რას ამბობს. რასაც ევროპაზე ამბობს, სიმართლე არ არის. ის ევროპელებს ევროპაზე უკითხავს ლექციას, რაც აზრს მოკლებულია” – აცხადებს ფიშერი.
გუშინ შალვა პაპუასვილმა ევროკავშირის ელჩისთვსი გაგზავნილი ღია წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
