Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ფაქტი, რომ როგორც იქნა, რამდენიმე პოლიციელი დააკავეს ძალადობისთვის, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

May 9, 2026
ჰერჩინსკი: ფაქტი, რომ როგორც იქნა, რამდენიმე პოლიციელი დააკავეს ძალადობისთვის, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ძალადობის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

ელჩ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება

“ფაქტი, რომ როგორც იქნა, რამდენიმე პოლიციელი დააკავეს ძალადობისთვის, რომელიც მათ დემონსტრაციების დროს ჩაიდინეს, ვფიქრობ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება. ჩვენ, როგორც ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია, დასახმარებლად ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენ გულწრფელი მზადყოფნა გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დაფუძნებულია მკაფიო წესებზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ოჯახს წარმოვადგენთ, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე. ყველა ქვეყანამ, რომელიც გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ერთი და იგივე ღირებულებები და პრინციპები უნდა დაიცვას”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა
  • საგანგებო ბრიფინგი საგამოძიებო სამსახურში – დაკავებულია 17 პირი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge