Saturday, May 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ჩვენ საქართველოს ველით – სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი ცეკვავს

May 9, 2026
ევროკავშირის ელჩი: ჩვენ საქართველოს ველით – სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი ცეკვავს

xr:d:DAFSAiuIJYU:5,j:41016253990,t:22111511

ჩვენ საქართველოს ველით – სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი ცეკვავს – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ახლა „ყველაფერი საქართველოს ხელშია“.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დაფუძნებულია მკაფიო წესებზე – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

“ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, სასწაული იყო, რომ ევროკავშირის ოცდაშვიდივე ლიდერმა უმაღლეს დონეზე ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენი მხრიდან კითხვა საქართველოს ევროკავშირში წევრობის შესაბამისობასთან დაკავშირებით დახურულია. ჩვენ საქართველოს ველით. სამწუხაროდ, დრო გადის და ჩვენ ბევრ დროს ვკარგავთ. ტანგოს კი ორი ცეკვავს. უკვე არის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები. ფაქტი, რომ როგორც იქნა, რამდენიმე პოლიციელი დააკავეს ძალადობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს დემონსტრაციების დროს, ვფიქრობ, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. დაუსჯელობა მიუღებელია. ჩვენ ძალადობას ყველა მხრიდან ვგმობთ. სხვა ნაბიჯებიც არის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება. ჩვენ, როგორც ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია, დასახმარებლად ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენ გულწრფელი მზადყოფნა გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დაფუძნებულია მკაფიო წესებზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ოჯახს წარმოვადგენთ, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე. ყველა ქვეყანამ, რომელიც გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ერთი და იგივე ღირებულებები და პრინციპები უნდა დაიცვას” – აღნიშნა ელჩმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
  • ასტროლოგებმა TOP 5 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი დაასახელეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge