Saturday, May 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ჩვენ მოვიწვიეთ ყველა – ევროკავშირის ელჩის პასუხი “ოცნებას”

May 9, 2026
ჩვენ მოვიწვიეთ ყველა – ევროკავშირის ელჩის პასუხი “ოცნებას”

ჩვენ მოვიწვიეთ ყველა – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას აწყობენ ელჩები, ასეთ დროს მთავრობა ან არის მიწვეული ან არ მონაწილეობს”.

ჰერჩინსკი, რომელიც ახლა ევროპის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე, ექსპო-ჯორჯიაში მასპინძლობს ხალხს, ამბობს, რომ ყველა რესურს გამოიყენებს, რომ საქართველო უფრო დააახლოოს ევროკავშირის წევრობასთან.

დღეს ელჩმა მედიას ასევე დაუდასტურა, რომ შალვა პაპუაშვილისგან წერილი ნამდვილად მიიღო – “ეს წერილი გადავუგზავნეთ ჩვენს სათავო ოფისს და პასუხი შესაბამის დროს იქნება გაგზავნილი”.

“ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში და ჩემს საქმეს იმ მითითებების საფუძველზე ვასრულებ, რომელსაც ჩემი სათავო ოფისისგან ვიღებ. ვცდილობ, თუ რაიმე უნარები გამაჩნია, სრულად გამოვიყენო იმისთვის, რომ საქართველო უფრო დავაახლოო ევროკავშირის წევრობასთან, რადგან ეს არის ის, რაც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ამბობს და, სიმართლე რომ გითხრათ, რასაც ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს.

ვადასტურებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან წერილი მივიღე. ჩვენ ეს წერილი გადავუგზავნეთ ჩვენს სათავო ოფისს და პასუხი შესაბამის დროს იქნება გაგზავნილი.

ეს არის ღია ღონისძიება. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა. დარწმუნებული ვარ, ქალაქის მასშტაბით განთავსებული პოსტერებიც ნახეთ. ასევე გამოვიყენეთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმები და სატელევიზიო რეკლამები. ყველა, ვისაც სურს შემოგვიერთდეს, გულთბილად არის მოწვეული, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნოს ევროპის დღე.

წევრობა ეფუძნება ძალიან მკაცრ წესებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. არ არსებობს გამონაკლისები ან შემოკლებული გზები, და თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და ზუსტად იგივე პროცედურები უნდა გაიარონ, რასაც ყველა სხვა ქვეყანა გადის”, – განაცხადა ჰერჩნსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გადავუგზავნეთ ჩვენს მთავარ ოფისს და პასუხიც შესაბამის დროში იქნება – ჰერჩინსკი პაპუაშვილის წერილზე
  • ტემპერატურა +27 გრადუსამდე მოიმატებს… – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
  • მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ტექნიკის მონაწილეობის გარეშე გაიმართა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge