Saturday, May 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ეს დაკავება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის – კობახიძე გიორგი უძილაურზე

May 9, 2026
ეს დაკავება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის – კობახიძე გიორგი უძილაურზე

ეს დაკავება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის – ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე ერთ დროს ივანიშვილის სანდო კაცის, გიორგი უძილაურის დაკავების შესახებ დასმულ კითხვას.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით კიკვიძის პარკში მისულ კობახიძეს “ტვ პირველის” ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რომელი ქვეყნის აგენტობას ედავებიან ბრალდებულ უძილაურს, რაზე პასუხადაც ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ “სახელმწიფოებს შორის ურთიერთოებს გაუფრთხილდება და ქვეყანას არ დაასახელებს”

“მნიშვნელობა არ აქვს ჯაშუში რომელ ქვეყანას ემსახურება. ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და აგენტობა ნიშნავს საკუთარი ქვეყნის მიმართ ღალატის ჩადენას. აგენტი ყოველთვის ღალატობს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. ის გამოხატავს მზადყოფნას, დადგეს საკუთარი ქვეყნის ინტერესბეის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ეს დაკავება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის. ვინც გადაწყვეტს აგენტობას, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპულია.

იმისათვის რომ გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებს შორის ურთიერთოებს, ბუნებრივია არ დავასახელებთ სახელწმიფოს. მაგრამ კიდევ ერთელ გაფრთხილება ყველას, მნიშვნელობა არ აქვს ვისი აგენტი ხარ, აგენტობა ყოველთვის არის დანაშაული”, – განაცხადა კობახიძემ.

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის, [ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნის, წარსულში „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსის] საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს.

უძილაურის დაკავების შესახებ პროკურატურამ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მალევე პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.

გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ტემპერატურა +27 გრადუსამდე მოიმატებს… – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
  • მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ტექნიკის მონაწილეობის გარეშე გაიმართა
  • გიორგი ვაშაძე – ურთიერთობების გადატვირთვა როგორ უნდა მოხდეს? როცა ფეხქვეშ თელავ დემოკრატიულ პრინციპებს და მეგობრებს უპირისპირდები? – 26 მაისს მოდით აქციაზე, გავცეთ მათ პასუხი, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენაა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge