მსახიობმა თამარ მაყაშვილმა “მიქსმეტრონომთან” საუბრისას მსახიობებზე და ქვეყნაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს საკმარისი შერმოსავალი მსახიობებს დღევანდელ დღეს ნამდვილად არ აქვთ.
“საკმარისი შერმოსავალი მსახიობებს დღევანდელ დღეს ნამდვილად არ აქვთ. ხელოვნების სფეროში საერთოდ ასეა, მხატვრებიც არ იყიდებიან – ამ სფეროს აქვს საერთოდ ძალიან მძიმე მდგომარეობა. რაც არ უნდა სპექტაკლები დაიდგას, შენ თუ სახელმწიფო თეატრში ხარ იღებ იმ მოჭრილ ხელფასს რომელიც მაღალი არ არის. თეატრში ხელფასი არის საარსებო მინიმუმი. პერსპექტივაში, რომ გითხრა რომ ამ სიტუაციას რამე ეშველება – მე ამას ჯერ ვერ ვხედავ და ღმერთმა ქმნას, რომ ოდესმე წამოვიდეს თაბა, რომელიც დაფასდება თეატრში და ბევრად უფრო მაღალანაზღაურებადი იქნება. ისიც არასწორია, რომ ადამიანს რომელიც ერთხელ ავიდა სცენაზე და შენ რომელიც მთელი ცხოვრებაა ამ სფეროში მუშაობ ერთნაირი ხელფასი გაქვთ. არიან თეატრის „ქურუმები“, მაგრამ ეს არის უკვე ის თაობა, რომელმაც მართლა დაიმსახურა ეს ყველაფერი, მართლა ბევრი გააკეთა შენი ქვეყნისთვის, შენი თეატრისთვის – თუ მათი ხელფასი ითვლება მაღალ ხელფასად მაშინ მოდი ჩავთვალოთ, რომ ეგრეა მაგრამ ესეც კი ცოტათი სასაცილოა” – განაცხადა თამარ მაყაშვილმა