Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გადაცდომასთან დაკავშირებით დავალება არავის გაუცია, მინდა დავიჯერო, რომ მათ ნერვებმა უმტყუნა” – ლევან მაჭავარიანი

May 8, 2026
“გადაცდომასთან დაკავშირებით დავალება არავის გაუცია, მინდა დავიჯერო, რომ მათ ნერვებმა უმტყუნა” – ლევან მაჭავარიანი

ამ 5-მა პოლიციელმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და იძალადა – გადაცდომასთან დაკავშირებით დავალება არავის გაუცია, მინდა დავიჯერო, რომ მათ ნერვებმა უმტყუნა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სპეცრაზმელების დაკავება ადასტურებს იმას, რომ სამართალდამცველობა ინდულგენცია არაა.

„ეს არის სპეკულაცია – არავის არანაირი დავალება გადაცდომასთან დაკავშირებით არ გაუცია. მადლობა ღმერთს, ეს იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა თვითნებურად იმოქმედეს ისე, როგორც არ უნდა ემოქმედათ. ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას, რომ ეს გამოძიება ბოლოში გავიდოდა. ძალიან სენსიტიური საკითხია, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდა – 1000-მდე საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, 500-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს და ამ ყველაფრის საფუძველზე, ბრალი წარედგინა იმ 5 პირს, რომლებმაც გადააჭარბეს თავის უფლებამოსილებას, იძალადეს. რა თქმა უნდა, ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში ინდულგენცია არ არსებობს – არც პოლიტიკური თანამდებობა, არც ჩვენი გუნდის წევრობა, არც სამართალდამცველობა. ამ ადამიანებმა, რაც ჩაიდინეს, ერთი მხრივ, არის დანაშაული და მეორე მხრივ, არის უპატივცემულობა დანარჩენი პოლიციელების მიმართ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლილუაშვილის პროცესი ისევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს – ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებებია
  • “ღარიბაშვილის ოჯახის წევრები ილუზიაში არიან” – გიორგი ვაშაძე
  • შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს – რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge