Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვამბობდი, რომ ეს საქმე გაუხსნელი არ დარჩებოდა, ნება დიდი ხანია გამოხატული გვქონდა, ველოდებოდით, რომ მტკიცებულებების ის ხარისხი ყოფილიყო მოპოვებული, რომელიც კითხვებს არ დატოვებდა” – თენგიზ შარმანაშვილი სამართალდამცავების დაკავებაზე

May 8, 2026
“ძალიან მძიმე შედეგია, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს სიძლიერეს, ვერ ასცდება პასუხისმგებლობას” – თენგიზ შარმანაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ განაჩენზე

გენერალური პროკურორი საუბრისას არ შეჩერებულა მხოლოდ ამ 5 დაკავებულ პიროვნებაზე – მან თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ შეჩერდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა, მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით, საქმეს ყოველთვის ფრთხილად უყურებს.

კერძოდ, შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ „პროკურატურისთვის დროის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მათთვის მთავარია იმ საქმეს, რომელსაც ბოლომდე მიიყვანენ, სასამართლო პერსპექტივა ჰქონდეს”.

„მინდა ყურადღება მივაქციო საინტერესო ფაქტს – როდესაც გენერალური პროკურორი საუბრობდა, ის არ შეჩერდა მხოლოდ ამ 5 დაკავებულ პიროვნებაზე, ვისაც ბრალდება წარუდგინეს. მან თქვა, რომ ეს გრძელდება და ყველა დეტალი, სხვა საქმეებთან მიმართებაშიც, ხელმეორედ იქნება გადამოწმებული და ეს საგამოძიებო მოქმედებები არ შეჩერდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს არა კამპანიური ხასიათისაა, არამედ ეს არის ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, მყარი პოლიტიკა, რომ დროც არ უნდა გავიდეს, როდესაც ხელთ ექნებათ მტკიცებულებები, მის რეალიზაციას არ დააყოვნებენ.

ადრეც ვამბობდი, რომ ეს, ადრე თუ გვიან, გაუხსნელი არ დარჩებოდა და ეს საქმე ბოლომდე იქნებოდა მიყვანილი. ასე რომ, ეს ნება ჩვენ დიდი ხანია გამოხატული გვქონდა, უბრალოდ, ჩვენ ველოდებოდით მტკიცებულებების ის ხარისხი ყოფილიყო მოპოვებული, რომელიც შემდეგ სასამართლო პროცესზე არანაირ კითხვებს დატოვებდა. ამ კოორდინაციის ბოლო ეტაპიც განხორციელდა, ჩაითვალა რომ ეს მტკიცებულებები იმ ხარისხისაა, რომ სასამართლოში მყარად დაიკავებს თავს და ბრალდებად წარუდგინა პროკურატურამ,” – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება” – გიორგი გვარაკიძე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “უკრაინელებმა რუსეთში, ფრონტის ხაზიდან 1200 კმ-ში, ორ ქარხანას დაარტყეს” – უკრაინის გენშტაბი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge