Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

May 8, 2026
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა, კანონიერების პრინციპთან შეუსაბამოა და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს არსებითად ეწინააღმდეგება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, ცვლილებები აჩენს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალ რისკს და კითხვებს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ინიციირებული და პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება, კანონიერების პრინციპთან შეუსაბამოა. მეტიც, იგი არსებითად ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.

კანონში განცხადებულია, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. მისი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. სახელმწიფო მინისტრი უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება.

ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე 2026 წლის 30 აპრილს მთავრობამ გამოსცა დადგენილება N175, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები დაადგინა.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, თანამდებობა შექმნილია შემდეგი მიზნებით: სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობა; ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვა; მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება; “კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში”, საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაცია/კომუნიკაცია.

იმავე დადგენილების თანახმად, სახელმწიფო მინისტრი, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: – ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის საერთო კოორდინაციას; კოორდინაციას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით. საქართველოს მთავრობის სახელით, ახორციელებს კომუნიკაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.

დანაშაულთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მაკოორდინირებელი ორგანო საქართველოში უკვე არსებობს: – ეს არის საქართველოს პროკურატურა. “„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, დანაშაულის პრევენციის, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით კოორდინაციას უწევს საქართველოს პროკურატურა.

“პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ზემოთ მითითებული დებულებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მთავრობის ინიციატივით შექმნილი ახალი სახელმწიფო უწყება ნაწილობრივ იმ ფუნქციების დუბლირებას განახორციელებს, რომლებიც პროკურატურას გააჩნია.

შესაბამისად, საქართველოში დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაშია ჩვეულებრივ კანონზე უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ორგანული კანონის დებულებებთან.

საკანონმდებლო ცვლილებები სხვა მხრივაც არის წინააღმდეგობაში კანონიერების პრინციპთან – უწყებები, რომელთა “საერთო კოორდინაციისა” და “უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის” მიზნით შეიქმნა ახალი სახელმწიფო უწყება, მოქმედი კანონმდებლობით სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სხვ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანებია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა; ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.“,- ნათქვამია შეფასებაში.

სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ:

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან – სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს” – ზურაბ ჯაფარიძე
  • “ლევან ხაბეიშვილის საჯარო მოწოდებების ერთადერთი მიზანი იყო ხალხი გაეერთიანებინა და ეს სახელმწიფო დამხობისკენ მიმართულიყო – მურთაზ ზოდელავას უხეშმა ქმედებამ კი გამომძიებელს ხელი შეუშალა” – პროკურორი
  • “ვამბობდი, რომ ეს საქმე გაუხსნელი არ დარჩებოდა, ნება დიდი ხანია გამოხატული გვქონდა, ველოდებოდით, რომ მტკიცებულებების ის ხარისხი ყოფილიყო მოპოვებული, რომელიც კითხვებს არ დატოვებდა” – თენგიზ შარმანაშვილი სამართალდამცავების დაკავებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge