Friday, May 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სიმბოლურია, რომ ქართველი კაცი ქვევრს გულს ამსგავსებს: როგორც გული აწვდის სისხლს მთელ სხეულს, ისე ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას წმინდა სითხით” – მიხეილ ყაველაშვილი

May 8, 2026
“სიმბოლურია, რომ ქართველი კაცი ქვევრს გულს ამსგავსებს: როგორც გული აწვდის სისხლს მთელ სხეულს, ისე ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას წმინდა სითხით” – მიხეილ ყაველაშვილი

ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანია.

მისივე თქმით, ქართველები მეღვინეობის რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიციით ამაყობენ, რაც ჩვენს მიწასთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობა სამ ათას წელს ითვლის, ხოლო 17 საუკუნის წინათ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი ღირებულებითი ორიენტირი. ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა. ვაზის მოვლით დაწყებული, ღვინის დაბადებით გაგრძელებული და ქართული სუფრის ფენომენით დაგვირგვინებული – ეს სრულყოფილი და უნიკალური პროცესი ჩვენი იდენტობის განუყოფელი და უწყვეტი ციკლია. ვაზთან ყოველი შეხება, ვენახში გატარებული ყოველი წუთი, სინამდვილეში, ქართველი კაცის მიწისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას.

„სიმბოლურია, რომ ქართველი კაცი ქვევრს გულს ამსგავსებს: როგორც გული აწვდის სისხლს მთელ სხეულს, ისე ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას იმ წმინდა სითხით, რომელიც ქართული სუფრისა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციას საუკუნეების განმავლობაში აცოცხლებს. ვაზი და ღვინო არის ქართველი ადამიანის ყოფიერების მთავარი ძარღვი და ამას ჩვენი ტაძრების კედლებზე ნაკვეთი ვაზის მტევნები და ჩუქურთმებიც ადასტურებს. ქართველი ხუროთმოძღვრებისათვის ვაზი ისეთივე წმინდა იყო, როგორც თავად ტაძარი. ჩვენი საგალობლები, ფოლკლორი და ლიტერატურა გაჟღენთილია ვაზის სიყვარულით. ყველგან – „შენ ხარ ვენახის“ საკრალურ საგალობელში, მქუხარე მრავალჟამიერსა თუ ჩვენი დიდებული პოეტების შემოქმედებაში – ვაზი არის სიწმინდის, სიცოცხლისა და გადარჩენის გამოხატულება. საქართველოს გაქრისტიანების უმთავრესი სიმბოლო კი წმინდა ნინოს ვაზის ჯვარია, რომელიც მარად შეგვახსენებს ჩვენი რწმენისა და მშობლიური მიწის ურღვევ ერთიანობას. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეღვინეს, თითოეულ გლეხს, რომელიც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღეს ვინახულე ანტონი…ორშაბათს ბანაობისას წაუვიდა გული და დაეცა. რაც ყველაზე საშიშია, დაარტყა თავი. მისი დიაგნოზიდან გამომდინარე (თავში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი), ეს არის საგანგაშო” – ანტონ ჩეჩინის ცოლი
  • ოზურგეთში მომხდარი გარჩევის ახალი დეტალები
  • “თუ დღეს სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს, ეს იქნება სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება და ჩაითვლება, რომ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები დანაშაულია” – ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge