რუსეთის მხრიდან ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის სიმბოლური მცდელობაც კი არ ყოფილა. როგორც ბოლო 24 საათის განმავლობაში გავაკეთეთ, უკრაინა დღესაც ანალოგიურად უპასუხებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინული პოზიციების დაბომბვა განაგრძო. დილის 7:00 საათის მონაცემებით, ფრონტის ხაზზე 140-ზე მეტი დარტყმა იყო დაფიქსირებული. მათ ასევე 850-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს სხვადასხვა ტიპის დრონებით.
„ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის მხრიდან ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის სიმბოლური მცდელობაც კი არ ყოფილა. როგორც ბოლო 24 საათის განმავლობაში გავაკეთეთ, უკრაინა დღესაც ანალოგიურად უპასუხებს. დავიცავთ ჩვენს პოზიციებს და ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და ყველა ამას ნამდვილად დაინახავს, როდესაც მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, რუსული მხარის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა და 10 მაისამდე გაგრძელდება. რუსული მხარის მტკიცებით, ამ დროის განმავლობაში მათი ჯარები არ დაარტყამენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განლაგების ადგილებს ან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს უკრაინის ტერიტორიაზე.
