Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დრო მოვა, არ შემრცხვება, ჩვენს გმირებს – მაყაშვილს, ანწუხელიძეს თვალებში ჩავხედო… მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავლის წინაშე” – ირაკლი ნადირაძე

May 7, 2026
“დრო მოვა, არ შემრცხვება, ჩვენს გმირებს – მაყაშვილს, ანწუხელიძეს თვალებში ჩავხედო… მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავლის წინაშე” – ირაკლი ნადირაძე

მე ერთს ვიტყვი, დრო მოვა არ შემრცხვება ჩვენს გმირებს – მაყაშვილს, ანწუხელიძეს თვალებში ჩავხედო. მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავლის წინაშე – 100 წლის შემდეგ ჭიქას რომ აწევენ არ გაუჩნდებათ კითხვა სად იყო მამაჩემი, ბაბუაჩემი – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემ დასკვნით სასამართლო პროცესზე განაცხადა.

საბოლოო სიტყვაში, ბრალდებულმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ თუ ვინმე აგებს პასუხს დაკავებულების ბრალზე, ეს ბიძინა ივანიშვილია. მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ორგანიზებული ჯგუფები.

ნადირაძემ სასამართლოზე გაიხსენა, თუ როგორი მეთოდებით მოვიდა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში.

„ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა სწორი არჩევანი, საბედისწერო და ტრაგიკული იყო. მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაშინ ყველას ეგონა, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდოდა და არა აშხაბადისკენ” – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ბრალდებულმა ასევე გაისენა ივანიშვილის დაპირებებიც, რაც: საწვავის ფასის განახევრებას, დენისა და გაზის გაიაფებას, იაფ სესხებს, 100 ქარხანას, დიასპორისა და ემიგრანტების დაბრუნებას საქართველოში, განათლების სისტემის წინსვლას, უფასო ჯანდაცვას ეხებოდა და პარალელი გაავლო დღევანდელობასთან, სადაც მისი თქმით, “ოცნების” დაპირებებისგან რადიკალურად განსხვავებული რეალობაა.

“ანტიკურ დროში იყო პური და სანახაობა – ბიძინას ხელში გვაქვს სუპი და სანახაობა. არცერთ ბრალს არ ვაღიარებ. თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თუ ვინმე აგებს პასუხს ამ ბრალზე ეს იყო ივანიშვილი. თუ ვინმემ შექმნა ორგანიზებული ჯგუფები ეს იყო ივანიშვილი. რა დროც არ უნდა გავიდეს ყველას მოეკითხება. მე ერთს ვიტყვი, დრო მოვა არ შემრცხვება – ჩვენს გმირებს მაყაშვილს, ანწუხელიძეს თვალებში ჩავხედო. მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავლის წინაშე – 100 წლის შემდეგ ჭიქას რომ აწევენ არ გაუჩნდებათ კითხვა სად იყო მამაჩემი, ბაბუაჩემი.

მართლა გგონიათ, რომ ხალხი აქციაზე დგომისთვის ფულს იღებს?! ვინმეს მართლა გგონიათ, რომ ოჯახებთან ყოფნას, საყვარელი საქმის კეთებას, აქციებზე დგომა გვირჩევნია?
ბატონი პაატას [ბურჭულაძის] ერთი კონცერტის ჰონორარი შეიძლება აღემატებოდეს იმას, რაც ამ პროკურორებმა მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება აიღონ, მაგრამ ჩვენ ვარჩიეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა.
ჩვენი თვითმიზანი არ არის აქციებზე დგომა. ეს არც ჩვენი ჰობია და არც გატაცება. დაკითხვისას პროკურორმა მკითხა, როგორ უნდა იცვლებოდეს ხელისუფლებაო. დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების გზით და ამისთვის გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში. მაშინ აღარავის დასჭირდება ქუჩაში გამოსვლა და „მშვიდობიანი რევოლუციის“ ხსენება.
ბოლოს 2012 წლის ოქტომბერში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. როცა გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და აღიარა დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ უბინძურესი მეთოდებით მოვიდა „ოცნება“ ხელისუფლებაში.
დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა ამის შესახებ სააკაშვილი, მაგრამ მან დათმო ხელისუფლება, იმიტომ, რომ ნამდვილი ლიდერები იქცევიან ასე.
იყო „ქართული ოცნება“ სწორი არჩევანი? ხალხმა ამაზე პასუხი მალევე მიიღო, როცა პირველი კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა იყო.
დიახ, „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა სწორი არჩევანი, საბედისწერო და ტრაგიკული იყო. მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაშინ ყველას ეგონა, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდოდა და არა აშხაბადისკენ. პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რომ ახალ მთავრობას ჰქონოდა ყველა შესაძლებლობა, შეესრულებინა დაპირებები.“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge