Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ბოდიში თუ მოუხადეთ ზელენსკისო, იმას კი არავინ კითხულობს, უკრაინამ თუ აღიარა, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო” – გია ვოლსკი

May 7, 2026
“ბოდიში თუ მოუხადეთ ზელენსკისო, იმას კი არავინ კითხულობს, უკრაინამ თუ აღიარა, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო” – გია ვოლსკი

ჩვენი ელჩი იყო იქ, ბომბები ცვიოდა მართლა, არ გამოსულა, იდგა ვაჟკაცურად და გამოაპანღურეს – იმას კი არავინ კითხულობს, უკრაინამ აღიარა ის, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო? ბოდიში თუ მოუხადეთ ზელენსკისო, მაგას გვეკითხებით, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გადატვირთვის ჭრილში, მხარეებს შორის საუბარი შედგა თუ არა უკრაინაში ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, ირაკლი კობახიძეს მხარეებს შორის საუბრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ელჩის საკითხი, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ელემენტი.

„არ ვიცი ამასთან დაკავშირებით რაზე მიდის ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად, როგორც პრემიერმა თქვა, პოზიტიური საუბარი ჰქონდათ. რასაკვირველია, დეტალებში იგი არ შესულა, მაგრამ ელჩის საკითხი, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ელემენტი.

უნდა იცოდეთ, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება თუ „ქართული ოცნების” მხარდამჭერი, როდესაც ფეხბურთის გუნდი ეთამაშება სხვას, ჩვენკენ უნდა იყო და არა იმისკენ, ვისაც ეთამაშება, რომ ამან წააგოს და როგორმე ხალხში ცუდი განწყობა შეექმნას. ჩვენი ელჩი იყო იქ, ბომბები ცვიოდა მართლა, არ გამოსულა, იდგა ვაჟკაცურად და გამოაპანღურეს. იმას კი არავინ კითხულობს, უკრაინამ აღიარა ის, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო? ბოდიში თუ მოუხადეთ ზელენსკისო, მაგას გვეკითხებით, სრულიად სამარცხვინოდ. ჩვენ ბოდიში არავისთვის არავისთან მოსახდელი არ გვაქვს.

მე ეს კი მოვიგონე ძველი თემა, მაგრამ პერსპექტივაში რა ხდება არ ვიცი. ბევრი ქვეყანაა ერთმანეთთან დაპირისპირებული, მაგრამ საელჩოები არის. ერთადერთი ქვეყანა ჩვენ ვართ მე მგონი, ვისაც დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს რუსეთთან, თუ უკრაინას არ ჩავთვლით. ჩვენ გაწყვეტილი რომ გვქონდა, უკრაინას ჯერ კიდევ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები, ელჩი იმყოფებოდა კიევში, მათი ელჩი – მოსკოვში, გაზს ატარებენ უკრაინის გავლით მთელ ევროპაში და უკრაინა აქედან ფინანსურ სარგებელს იღებდა. ეს არის ორმაგი სტანდარტი. გარდა ამისა, გარკვეულ პრინციპებთან აბსოლუტურად სხვადასხვა აზრის მქონე სახელმწიფოთა შორის თუკი გამოიძებნება საერთო ენა და საქმე წავა მოლაპარაკებისკენ, რაღაც პოზიციების შეჯერებისკენ, ეს უნდა იყოს მისასალმებელი და არა ისტერიკის ასატეხი ამბავი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანდრი სიბიგას შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა და ხაზი დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს გაესვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება 300 არაგველზე ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრის შესახებ
  • “დაიწყო დასაქმებულთა გათავისუფლებები სს “საქართველოს რკინიგზიდან”. პროცესი უკვე ასობით თანამშრომელს შეეხო და არსებული ინფორმაციით, შესაძლოა 1000-მდე ადამიანს მოიცავდეს” – საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს გაიმართება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge