Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ივანიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის და კეთილდღეობის შესაძლებლობა დააკარგვინა“ – ხატია დეკანოიძე

May 6, 2026
„ივანიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის და კეთილდღეობის შესაძლებლობა დააკარგვინა“ – ხატია დეკანოიძე

ივანიშვილმა და „ანტი ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს დააკარგვინა გრძელვადიანი მშვიდობის, პროგრესისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნქცია, – ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 22 წლის წინ 6 მაისს აჭარის „რუსეთისა და დესპოტის მმართველობისგან გათავისუფლება“ მიულოცა. მისი თქმით, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოსთვის ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ეტაპი, რომელიც რეგიონული ლიდერობის ამბიციას უკავშირდებოდა.

„გილოცავთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თარიღს- საქართველოში აჭარის დაბრუნებას. 22 წლის წინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ზუსტად 6 მაისს მოხდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როდესაც საქართველოს გულში დაბრუნდა აჭარა, გათავისუფლდა რუსული მმართველობისგან, გათავისუფლდა დესპოტის მმართველობისგან და დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, მის გუნდთან ერთად, მრავალ გულმხურვალე პატრიოტთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი აღმასვლა და დიახ, საქართველომ დაიწყო ახალი ფურცელი, რომელიც გულისხმობდა რეგიონის ლიდერობას, განვითარებას ტექნოლოგიებში, განათლებაში, აღმოსავლეთ ევროპის გაფართოების კონტექსტში, აშშ-ისთან სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში, რაც იყო ჩვენი ერის ნამდვილად ისტორიული მისია. ეს იყო დღე, როდესაც ჩვენ სრულიად სხვა სახელმწიფოებრივ განვითარებაზე გადავედით და ჩვენმა გუნდმა შეძლო ნამდვილად საქართველოს მოეპოვებინა რეგიონული ლიდერის ფუნქცია.

დღეს ივანიშვილმა და „ანტი ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს დააკარგვინა გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარების, პროგრესისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნქცია. ქართველ ხალხს დააკარგვინა კეთილდღეობის და გამდიდრების შესაძლებლობა, ევროინტეგრაციის შესაძლებლობა. ეს არის ისტორიული დანაშაული და თუ შევხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთში და მინდა მათ ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება, ნახავთ რომ ის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ჰქონდა, ყოფილიყო რეგიონის ლიდერი, ჰქონოდა ძალიან ბევრი მდგრადი მშვიდობის პროექტები, ეს ფუნქცია აღარ არსებობს. სომხეთში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ ევროკავშირის, აშშ-ის ან კანადის პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი მეზობლების მიმართ, ეს არის საინვესტიციო პროექტები, რომელიც ნამდვილად გულისხმობს გრძელვადიან მშვიდობას. ჩვენ ასეთი პროექტები მრავლად გვქონდა, მათ შორის,მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს პოლიტიკური პატიმარია, იყო უშუალოდ ჩართული ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარებაში, მშენებლობაში და მე თვითონ ძალიან ამაყი ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებდი ამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში. ეს უნივერსიტეტი უნდა გამხდარიყო ნამდვილად საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი განათლების, ტექნოლოგიების, ახალი საკომუნიკაციო სისტემების და ახალი განათლების ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა.

სომხეთში რაც ხდებოდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის ეკონომიკური მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას. ყველა ადამიანი, რომელიც ჩართული იყო საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე, დღეს ადევნებს თვალყურს თუ როგორ კარგავს ქვეყანა ივანიშვილის დანაშაულის გამო, „ანტი ქართული ოცნების“ გამო ამ ფუნქციას. 400 მილიარდი ინვესტიცია, სამხედრო ტექნოლოგიური თანამშრომლობა საფრანგეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ენერგეტიკული უსაფრთხოების პროექტები, ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი დერეფანი, რომელზეც საუბრობს ახლა ევროკომისია, ევროკავშირი, აშშ და კანადა, უდიდესი ინვესტიციები, რომლებიც არის მშვიდობის, მდგრადი განვითარების და პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, ამას კარგავს საქართველო“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საყურადღებო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
  • ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
  • ახალი გადაწყვეტილება, რომელიც სესხებს ეხება – გაგეზრდებათ თუ არა ყოველთვიური გადასახადი?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge