Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყოფილი “ქართული ოცნების” წევრები არ გამორიცხავენ, რომ გიორგი უძილაურის დაკავება ღარიბაშვილ-ლილუაშვილთან მის კავშირებს უკავშირდებოდეს

May 6, 2026
ყოფილი “ქართული ოცნების” წევრები არ გამორიცხავენ, რომ გიორგი უძილაურის დაკავება ღარიბაშვილ-ლილუაშვილთან მის კავშირებს უკავშირდებოდეს

ყოფილი “ქართული ოცნების” წევრები არ გამორიცხავენ, რომ გიორგი უძილაურის დაკავება ირაკლი ღარიბაშვილთან და გრიგოლ ლილუაშვილთან მის კავშირებს უკავშირდებოდეს. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს

როგორც ანი მიროტაძე ამბობს, დაკავებულ უძილაურს ახლო ურთიერთობა ჰქონდა როგორც ყოფილ პრემიერთან, ისე სუს-ის ექს-შეფთან.

ეს შეიძლება იყოს პირადი შურისძიება – ამბობს “ტვ პირველთან” მიროტაძე.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ უძილაურის დაკავებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალი მზადდებოდეს, მიროტაძე ამბობს, რომ “არაფერს არ გამორიცხავს”.

“ამ ბრალდებას თუ გავყვებით, ეს შეიძლება იყოს პირადი შურისძიება, ვიდრე რაიმე რეალური ბრალი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს გიორგი უძილაურს. არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პროცესების გაგრძელება იყოს, ვგულისხმობ მაგალითად ღარიბაშვილი-ლილუაშვილის თემის გაგრძელებას, ვინაიდან, გიორგი უძლაური იყო “ქართული ოცნების” წინა შემადგენლობის, პირველი შემადგენლობის წარმომადგენელი და დაახლოებული პირი ამ ადამიანებთან.

(ჟურნალისტი – შეიძლება რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალი მზადდებოდეს?)არ გამოვრიცხავ არაფერს. არ შემიძლია არაფრის დადასტურება, მაგრამ არაფერს არ გამოვრიცხავ, გამომდინარე იქიდან, რომ შემიძლია დადასტურება, რომ მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან. რამდენადაც ვიცი, იცნობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან”, – აცხადებს ანი მიროტაძე.

იდენტური მოსაზრება აქვს “ქართული ოცნების” ყოფილ წარმომადგენელს, დიმიტრი ცქიტიშვილსაც. “არ გამოვრიცხავ, რომ გიორგის დაკავება უკავშირდებოდეს მის კავშირებს ყოფილ მაღალჩინოსნებთან” – ამბობს ცქიტიშვილი.

“მუშაობდა “ქართუში” და მერე “ქართუდან” ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო სამოქალაქო მოძრაობის და მერე უკვე პოლიტიკური პარტიის. ერთ-ერთი პირველია, ანუ ძირძველია და ძაან დაახლოებული იყო ივანიშვილთან. მის უშუალო გარემოცვაში იყო. გიორგის დაკავება უკავშირდება თუ არა ვინმესთან მის ასოცირებას, თუ მართლა შპიონაჟი იყო და აგენტურასთან მუშაობდა, ეგ უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ავტომატურად, მე მიჩნდება ეჭვები ამ ხელისუფლების მიერ წარმოებული ნებისმიერი საქმის მიმართ, რომელშიც პოლიტიკური კონტექსტში შეიძლება იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ გიორგის დაკავება უკავშირდებოდეს მის კავშირებს ყოფილ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ახლა პატიმრობაში არიან, მაგალითად იგივე ლილუაშვილთან იქნება თუ ღარიბაშვილთან”, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე იყო და „ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას“.

მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაურია.

უძლაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიებსი შეფარდებაზე, სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ველისციხის ცენტრში უფასო პურს არიგებენ
  • 12 ივნისს „დინამო არენაზე“ ამერიკელი მომღერლის, KANYE WEST-ის კონცერტი გაიმართება
  • “ბაჩო ახალაია მტრის ჯინაზე კარგად არის” – ანი ნადარეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge