Monday, September 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ოჯახის განცხადებას

September 7, 2026
როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ოჯახის განცხადებას

გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ოჯა­ხი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

“გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ ბოლო კვი­რე­ბია ნია იმ­ნა­ძის ად­ვო­კა­ტი და ოჯა­ხი პრაქ­ტი­კუ­ლად დღე და ღამე საქ­მის მა­სა­ლებს ვკი­თხუ­ლობთ. ყვე­ლა გვერ­დი, ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, ყვე­ლა ჩვე­ნე­ბა, ყვე­ლა მი­მო­წე­რა, ყვე­ლა სი­ტყვა – თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი არა­ერ­თხელ იქნა წა­კი­თხუ­ლი, შეს­წავ­ლი­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი. საქ­მის მა­სა­ლებ­ში არ არ­სე­ბობს არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ნია იმ­ნა­ძემ ვინ­მე გიგა ავა­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმის­კენ წა­ა­ქე­ზა. არც ერთი. ნული. არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ნიამ ვინ­მეს თავ­დას­ხმა და­ა­ვა­ლა, რომ ნია იმ­ნა­ძემ ვინ­მეს გიგა ავა­ლი­ა­ნის ცემა ან მის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა სთხო­ვა. არ არ­სე­ბობს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც კი, რომ ნიამ წი­ნას­წარ იცო­და, რომ გიგა ავა­ლი­ან­თან ვინ­მე და­პი­რის­პი­რე­ბას

აპი­რებ­და. სა­მა­გი­ე­როდ, არ­სე­ბობს არა­ერ­თი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ნია იმ­ნა­ძეს არ შე­იძ­ლე­ბა სცოდ­ნო­და, რომ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­გას­თან ას­ვლას აპი­რებ­და. და­უს­ვით სა­კუ­თარ თავს კი­თხვა: შე­იძ­ლე­ბა თუ არა ერთი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბა, რო­გო­რი გა­სა­გე­ბიც არ უნდა იყოს მისი ტკი­ვი­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზე­წო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად გა­და­იქ­ცეს? თუ შე­იძ­ლე­ბა — მა­შინ პრობ­ლე­მა ნია აღარ არის. პრობ­ლე­მა ჩვენ ვართ. პრობ­ლე­მა ის სა­ხელ­მწი­ფოა, სა­დაც ყვე­ლა­ზე ხმა­მა­ღა­ლი ხმა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე ძლი­ე­რი ხდე­ბა.პრობ­ლე­მა ის სა­სა­მარ­თლოა, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლად შე­წირ­ვა შე­უძ­ლია და პრობ­ლე­მა ის სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, რო­მე­ლიც ამას უყუ­რებს და ამ­ბობს: „მე არ მე­ხე­ბა.“გე­ხე­ბათ. ყვე­ლას გვე­ხე­ბა.უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია სწო­რედ მა­შინ არის სა­ჭი­რო, რო­დე­საც მთე­ლი ქვე­ყა­ნა ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის გან­წყო­ბი­ლი.

სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სწო­რედ მა­შინ არის სა­ჭი­რო, რო­დე­საც ქუჩა გა­ნა­ჩენს ითხოვს.მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ მა­შინ არის სა­ჭი­რო, რო­დე­საც ემო­ცია გვარ­წმუ­ნებს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შეც ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით.დღეს ეკ­რან­ზე ნიას სა­ხეა.ხვალ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი შვი­ლის ფოტო იყოს. თუ დღეს და­ვუშ­ვებთ, რომ 16 წლის ბავ­შვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე შე­ე­წი­როს პი­რად შუ­რის­ძი­ე­ბას და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ რის­ხვას, ხვალ ვე­ღარ მო­ვი­თხოვთ სა­მარ­თლის იმა­ვე პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვას სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის.

კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ: ჩვენ არა­ვის ვთხოვთ, ნიას უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა ბრმად და­ი­ჯე­როს. სა­ერ­თოდ არაფ­რის ბრმად და­ჯე­რე­ბას არ გთხოვთ. ნუ და­უ­ჯე­რებთ ბრმად ნიას ოჯახს. ნუ და­უ­ჯე­რებთ ბრმად ეკა კუ­პა­ტა­ძეს. ნუ და­უ­ჯე­რებთ ბრმად პრო­კუ­რა­ტუ­რას. მო­ი­თხო­ვეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. და­უ­ჯე­რეთ სა­კუ­თარ თვა­ლებს. სა­კუ­თარ თავს.ეს არის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვი­თხოვთ. გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დი­სა და ოჯა­ხის ტკი­ვი­ლი ერთი წა­მი­თაც არა­ვის ნიას ოჯა­ხი­დან არ და­უკ­ნი­ნე­ბია.

შვი­ლის და­კარ­გვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა. ტკი­ვი­ლი ადა­მი­ანს აძ­ლევს გლო­ვის უფ­ლე­ბას. აძ­ლევს პა­სუ­ხე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბას. აძ­ლევს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბას — და ასეც უნდა იყოს. მაგ­რამ არ აძ­ლევს უფ­ლე­ბას თა­ვად გან­სა­ზღვროს, ვინ უნდა და­ი­სა­ჯოს. თუ სა­ხელ­მწი­ფო ამ ზღვარს წაშ­ლის და პი­რად შუ­რის­ძი­ე­ბას სა­სა­მარ­თლოს ძა­ლას მის­ცემს, ეს უკვე მხო­ლოდ ერთი ოჯა­ხის ტრა­გე­დია აღარ იქ­ნე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სა­მარ­თლის და­მარ­ცხე­ბა. და თუ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნიას წი­ნა­აღ­მდეგ წა­ქე­ზე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, სა­ხელ­მწი­ფო მა­ინც გა­და­წყვეტს 16 წლის ბავ­შვის დას­ჯას, ყვე­ლამ წი­ნას­წარ იცო­დეს ერთი რამ:მისი ოჯა­ხი ამას არა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა.

ჩვენ არ გავ­ჩუმ­დე­ბით. ჩვენ არ შევ­წყვეტთ ბრძო­ლას იქ, სა­დაც ერთი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა. გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ. მივ­მარ­თავთ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­სა­მარ­თლო ინ­სტან­ცი­ას, ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზმს და ყვე­ლა იმ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს დაც­ვა ევა­ლე­ბა. ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ყვე­ლა შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი და წარ­დგე­ნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეც,” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 7 აგ­ვის­ტოს, გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ორ არას­რულ­წლო­ვანს, ნია იმ­ნა­ძე­სა და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, გი­ორ­გი მა­ლა­ნია, ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი. მათ­გან ოთხი – ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოვუწოდებ პროკურატურას, თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ ბიძინა ივანიშვილი”- რას ამბობს ანა წითლიძე
  • როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ოჯახის განცხადებას
  • ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge