საფრანგეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის გაფორმებამდე ლიდერებს შორის პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია მაკრონის სახელმწიფო ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად სახელდება და, ოფიციალური პირების შეფასებით, პარიზსა და ერევანს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.
