რუსეთის ძალების მიერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე განხორციელებულ თავდასხმებს, სულ მცირე, 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულთაგან 12 ადამიანი ზაპოროჟიეზე განხორციელებულ დარტყმას შეეწირა. თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე განხორციელდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება ძალაში 5 მაისს, შუაღამიდან უნდა შესულიყო.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში, 8-9 მაისს გამოაცხადა.
ამის საპასუხოდ, კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვს ღია ვადიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რომელიც 5-6 მაისის ღამეს, 00:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო და რუსეთსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.
