აბაშა – ტყვირის რკინიგზის გადასასვლელ ლიანდაგზე, მანქანა მიმავალ მატარებელს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტაქსიში მსხდომი ყველა მგზავრი გადარჩა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
