Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

May 5, 2026
“უამრავ მორწმუნეს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის…ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ” – ნიკა გვარამია

ოპოზიციის ალიანსისა და კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადზე განაცხადება გააკეთა და განმარტა, რაში იხარჯება ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი

“ერთი მესამედით გაძვირდა დენი. სახელმწიფომ გააძვირა ოფიციალურად, სხვა ფასებს რომ იკვლევს, იმ სახელმწიფომ. მაშინ, როცა დენის საერთაშორისო ფასი არ გაზრდილა. შიდა მაინინგში წავიდა 20 ლარი. ეს არის ე.წ. საწარმო, რომელიც ორია საქართველოში – ქუთაისის და თბილისის საწარმოები და ორივე არის ბიძინა ივანიშვილის, მასთან დაკავშირებული საწარმოებია. ეს საწარმოები არ იხდის არაფერს. არ იხდის დღგ-ს, არ იხდის მოგების გადასახადს, არ იხდის ქონების გადასახადს. არ ასაქმებს პრაქტიკულად არავის, ძალიან ცოტა ადამიანს ასაქმებს, არ ქმნის დოვლათს, ბიძინა ივანიშვილი წერს ფულს და მერე ლექავს უცხოეთის ანგარიშებზე” – თქვა გვარამიამ.

მისი თქმით, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, პირადად მან ელექტროენერგიის საფასური 20 ლარით გაზრდილი გადაიხადა: “მე პირადად ამ 20 ლარიდან, 4 ლარი მივეცი ბიძინა ივანიშვილის გამდიდრებას”.

“იგივენაირად ხდება დენის გადადინება აფხაზეთში. ნაცვლად 40%-ისა, რომელიც უნდა მიდიოდეს ენგურჰესიდან, მიდის 90%. სად მიდის ეს ფული – იმიტომ, რომ აფხაზებმა არ გადაიხადონ არც ერთი თეთრი ელექტროენერგიაში, განსხვავებით ჩვენგან, ვინც 20 თეთრს ვიხდით, [არაფერს არ ვერჩი აფხაზ ხალხს]… 4 ლარი მიდის აქ. ის სხვაა, რომელიც ხელშეკრულების ზემოდან მიდის აფხაზეთში, ხელშეკრულების დარღვევით, არის 4 ლარი ამ 20 ლარიდან. მარტო ხალხს კი არ მიეწოდება, მიეწოდებათ აფხაზ კრიმინალებს, რომლებიც ზუსტად იგივეს შვრებიან, ოღონდ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, იქაც ფულს აკეთებს ბიძინა, ანუ ე.წ. მაინინგს. […] როდესაც ნარმანიამ ტარიფის გაძვირება შემოიტანა, თქვა, რომ 5-დან 7 ლარამდე ინვესტიცია დასჭირდებოდა ქსელის რეაბილიტაციას იმიტომ, რომ მოხმარება გაიზარდაო. რაში გაიზარდა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება? ახალ წარმოებაში? – რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ არაფერი არ გახსნილა. აბა რაში? – მაინინგში, ანუ ბიტკოინების წარმოებაში, რომელიც ამ ქვეყანაში ძირითადად ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ხროვის ფულის საკეთებელი დაზგაა… ესეც ზედმეტი 15 ლარი.
[…]
ეს გამალებული და გადამეტებული ხარჯვა რომ მიმდინარეობს და არაფერი აქედან ჩვენ ხეირი არ გვაქვს ჩვენი ელექტროენერგიის გაძვირების გარდა, ორ რამეს უზრუნველყოფს – ელექტროდეფიციტი გვექმნება, ჩვენი ენერგოუსაფრთხოება პრობლემური ხდება და ამით ვეჯაჭვებით კიდევ უფრო მეტად რუსეთს. ამის გარდა, სეზონებზე სადაც ექსპორტიორი ვართ, ანუ ვყიდით ელექტროენერგიას, ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს და, შესაბამისად, ვკარგავთ უამრავ ფულს. ჩემი 20 ლარიდან ეს არის 3 ლარი, ესეც ჯამში 18 ლარი და ასევე სხვა სეზონზე, სადაც დანაკლისი გვაქვს, ჩვენი იმპორტი იზრდება. ანუ, რუსეთიდან და თურქეთიდან ვყიდულობთ ბევრად მეტ ელექტროენერგიას, რომელიც გვიწევს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ამ ფულს საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. ესეც დამატებითი 2 ლარი, ჩემი 20 ლარიდან. თქვენი 5, 10, 15 თუ 50 ლარი, რომელიც სხვაობა გექნებათ შარშანდელთან შედარებით ასევე ამგვარად შეივსება” – თქვა ნიკა გვარამიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსამართლე ჩაგუნავამ ნინო პეტრიაშვილი 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა
  • ლაშა ბექაური საოპერაციოდ ემზადება
  • პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge