Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში მე პირადად არასდროს მიხსენებია” – ირაკლი კობახიძე

May 5, 2026
“ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში მე პირადად არასდროს მიხსენებია” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ უკრაინასთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს უხსენებია.

“ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში მე პირადად არასდროს მიხსენებია და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც იყო დაგროვილი, არსებობს ერთადერთი მიზეზი. ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის დღეს ომის მდგომარეობაში და ეს ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად პრეზიდენტთან, ბატონ ზელენსკისთან დაკავშირებით…” – ამბობს კობახიძე.

“გამოწვევები არსებობს, გამოწვევები დაგროვდა, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, ურთიერთობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის…
ყველა გონივრული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შეიძლება გადაიდგას. ჩვენ, ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც არის ურთულეს მდგომარეობაში, არის ომის მდგომარეობაში, არის ურთულესო ეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენ ყველანაირად ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბუნებრივია სოლიდარობას ვუცხადებთ, შესაბამისად ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები, როგორც ქვეყნებს, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს, დანარჩენი ვნახოთ.
ჩვენ გუშინ ვიყავით არსებითად კონცენტრირებული მეგობრულ საუბარზე და ეს იყო სულისკვეთება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის, პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო და ეს პრობლემები არსად წასულა, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული” – თქვა მან.

კობახიძე და ზელენსკი ერთმანეთს ერევანში გუშინ შეხვდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშში საუბარი “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირებასაც ეხება
  • ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართა
  • “პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო” – ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge