Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველოს რკინიგზაში შემდეგი 10 წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი” – ირაკლი კობახიძე

May 5, 2026
“საქართველოს რკინიგზაში შემდეგი 10 წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი” – ირაკლი კობახიძე

30 %-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის წლიური წმინდა მოგება, ანუ უკვე არსებული მაჩვენებლები რომ ავიღოთ, ვნახავთ, რომ, სულ მცირე, 40 მლნ ლარით მეტი ექნება რკინიგზას შემოსავალი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ერთწლიან ჭრილში, რაც ბუნებრივია, არის მნიშვნელოვანი შედეგი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა – 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა, 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, აქ საუბარია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებაზე, 50 ახალი ლოკომოტივი და 1 500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი საქართველოს რკინიგზის მიერ, ასევე, 10 ახალი სამგზავრო მატარებელი, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას, გაზრდის კომფორტს და შეამცირებს გადაადგილების დროს ჩვენი მგზავრებისა და სტუმრებისთვის.

განხორციელდება რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მონაკვეთების სრული მოდერნიზაცია, დაინერგება თანამედროვე ავტომატიზებული მართვის სისტემები, დაემატება რკინიგზას ახალი მიმართულებები, აშენდება ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 18-კილომეტრიანი რკინიგზის ახალი ხაზი. ჩვენ, ასევე, დავაანონსეთ ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის, ე.წ. კუკუშკის განახლება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და ტურისტული კუთხითაც.

მთლიანობაში, საქართველოს რკინიგზაში, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი, რაც სხვადასხვა წყაროდან იქნება მობილიზებული. ის შედეგები, რაც უკვე გვაქვს საქართველოს რკინიგზაში მეტყველებს იმაზე, რომ სწორი მიდგომის პირობებში შესაძლებელია, ძალიან სწრაფად მივაღწიოთ ფუნდამენტურ შედეგებს. კერძოდ, თუ სწორად ვებრძვით კორუფციას, ნეპოტიზმს და თუ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, შედეგი შეიძლება, დადგეს ძალიან სწრაფად. ამის საუკეთესო მაგალითია საქართველოს რკინიგზა,“- განაცხადა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს წარმატებული რეფორმების განხორციელებისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომლის ზედამხედველობითაც, ხელმძღვანელობითაც წარიმართა ეს პროცესები საქართველოს რკინიგზაში, ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძეს, სწორედ, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ეს რეფორმები და ცვლილებები. მადლობა მათ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანს საქართველოს რკინიგზას,“- განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშში საუბარი “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირებასაც ეხება
  • ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართა
  • “პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო” – ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge