Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საწვავზე აქციზის გაუქმება, სურსათზე დღგ-ს შემცირება” – დათუნაშვილი მაღალ ფასებზე

May 4, 2026
“საწვავზე აქციზის გაუქმება, სურსათზე დღგ-ს შემცირება” – დათუნაშვილი მაღალ ფასებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი, თაზო დათუნაშვილი ფასებისა და ინფლაციის დონის გაზრდასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს გამოეხმაურა.

დათუნაშვილის თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში მაღალი ფასების პრობლემა მოკლევადიანად მოგვარდეს, საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით უნდა გაუქმდეს, სასურსათო პროდუქტებზე კი დღგ შემცირდეს.

“ქართული ოცნება ფასების ზრდასთან დამარცხდა […] საქართველო ფასების ზრდის მწვავე კრიზისშია […] არსებობს დროებითი გამოსავალი და მოქმედებები, რომელიც, პოლიტიკური მასკარადებისა და ცრუ კომისიების გარდა, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკეთოს. ეს არის, პირველ რიგში, საწვავზე აქციზის დროებით გაუქმება – იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებს საწვავის ფასის კატასტროფული ზრდა არ დაეტყოს. ასევე, სასურსათო პროდუქტებზე დღგ-ს დროებით შემცირება – სასურსათო კალათაზე დღგ-ს დაწევა ისეთ ნიშნულზე, როგორიც არის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად: საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში და ა.შ.

ეს დროებითად იმოქმედებს და საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას შეუმსუბუქებს. მაგრამ, გრძელვადიანად ამ პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს უცხოეთიდან მილიარდობით დოლარის პირდაპირი ინვესტიციის გარდა. საქართველოში ფული უნდა ჩაისხას. შეუძლებელია, ამ ფულის გარეშე, გრძელვადიანად, ხელფასები ფასებს დაეწიოს და ეკონომიკურ განვითარებასთან სახელფასო ჩამორჩენა არ იყოს. ანუ ის, რაც დღეს სახეზეა, ფასები იზრდება და სახელფასო სტაგნაცია გვაქვს”. – თქვა დათუნაშვილმა კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 5.9% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 7.5%-ით გაიზარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა…პრეზიდენტთან იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი” – ირაკლი კობახიძე
  • “საინტერესო საუბრები გვქონდა ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის” – ირაკლი კობახიძე
  • “კობახიძე, როგორც ბუტაფორია, ისე ესწრება შეხვედრას” – გრიგოლ გეგელია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge