ჩვენი ვარსკვლავივით საქართველო დატოვეს უმეგობროდ, უპარტნიოროდ, იზოლაციაში. ეროვნული ენერგია, ამბიციები და პატივმოყვარეობა თავზე გადაალეწეს მოქალაქეებს, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
ის მოლდოვასა და უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს და მის შედეგებს იხსნებს და აღნიშნავს, რომ პრორუსების დამარცხების მიუხედავად, ორივე ქვეყანა ვითარდება.
“მოლდოვაში წააგეს არჩევნები პრორუსებმა – ომი არ არის – მოლდოვა ვითარდება;
უნგრეთში კორუმპირებული ორბანი ემუქრებოდა მოსახლეობას, მე თუ არ ამირჩევთ, უნგრელ ახალგაზრდებს ომში წაიყვანს ევროკავშირიო. დამარცხდა ორბანი – ომი არ არის და უნგრეთი უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას მიიღებს ევროკავშირისგან;
სომხეთის პრემიერი პუტინს ეტლიკინება, ევროპის ინტეგრაციის გზას ადგას – ომი დაასრულა და უზარმაზარ გეოპოლიტიკურ პროექტებს ახორციელებს.
ჩვენი ვარსკვლავივით საქართველო კი დატოვეს უმეგობროდ, უპარტნიოროდ, იზოლაციაში. ეროვნული ენერგია, ამბიციები და პატივმოყვარეობა თავზე გადაალეწეს მოქალაქეებს, აწამეს, დაიჭირეს, ქვეყნიდან გააქციეს ხალხი. კრიმინალური ქოლ-ცენტრების და კორუფციის ადგილად აქციეს.
ეს თქვენ დაიწყეთ ომი საკუთარ საზოგადოებასთან, ჩვენ ოცნებებთან, ახალგაზრდებთან, მომავლის რწმენასთან!
კრემლი კი ამ დროს მოსკოვის თავზე უკრაინული დრონების ჩამოგდებით არის დაკავებული” – წერს ლომჯარია.
